ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა და მხარეთა პოციზიები მოისმინა. პროკურორი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატსა და პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გამომძიებლის ინფორმაციით, სწორედ დაკავებულ  ედვარდ აბრამიანს ჰქონდა იჯარით აღებული ტერიტორია, სადაც ატრაქციონებს ამუშავებდა და ის იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების დაცვაზეც.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი ერთობოდა, ქარმა რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეორე ბავშვი კი, ჯერ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობდა, დღეს დილით თურქეთში გადაიყვანეს.

გამოძიება ბრალდებულს  სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წარდგენილი ბრალი 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევიდან სამი დღე გავიდა, ამის მიუხედავად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და ბათუმის მერიას განმარტება არ გაუკეთებიათ, მოწმდებოდა თუ არა ბულვარში განთავსებული ატრაქციონები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ზოგიერთი შეწუხდა, მარო მაყაშვილის სტიპენდიას რატომ აძლევთ ჭავლთან მოცეკვავე გოგონას, მაროს სახელს აკნინებსო" - რას წერს გიორგი კეკელიძე 

🔵3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობას  თურქეთში გააგრძელებს
 
 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე