ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს.
„საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები ორიდან 25 პროცენტამდე არის განსაზღვრული. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება. მედიკამენტების მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა ოთხ-ხუთჯერ უფრო დაბალ ფასად. კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც ერთ თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება.
სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო შვიდ მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება“, – ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად, მნიშვნელოვნად გაზარდა. უწყების ცნობით, შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის სააგენტო.
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...