"იტალია ქართველ ხალხს მიიჩნევს უძველეს მეგობრად, რომელიც კულტურულად ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი"

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

კონსულტაციებს უძღვებოდნენ მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და მისი იტალიელი კოლეგა ედმონდო ჩირიელი.

საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხირივი თანამშრომლობის მიმართულებებს - პოლიტიკის, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. განხილულ იქნა 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობა. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ვილნიუსის სამიტის მზადების პროცესს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელი აცხადებს, რომ იტალია ქართველი ხალხის და საქართველოს დიდი გულშემატკივარია.

"იტალია ქართველ ხალხს მიიჩნევს უძველეს მეგობრად, რომელიც კულტურულად ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და რომელსაც მხარს უჭერს ამ გაწევრიანების პროცესში. დღეს მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელსაც ასევე ეხება კავკასიის საკითხები, მინდოდა დამეფიქსირებინა იტალიის მხარდაჭერა და მეგობრობა. მინდა აღვნიშნო ის გულთბილი დახვედრა, რომელიც გვქონდა მთავრობის ყველა წარმომადგენლისგან. მათ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება და დაადასტურეს ევროატნალტიკური ინტეგრაციის დიდი სურვილი და იტალია იქნება დიდი მხარდამჭერი ქართველი ხალხის ამ ასპირაციისა,"- აცხადებს ედმონდო ჩირიელი.    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე