იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებას შეიცავს

იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ  არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებას შეიცავს. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული! - ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს.

ესენია პალმოლივი, გარნიე, ინტეზა და დავი. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.

გავრცელებული ინფორმაციიდან უცნობია საქონლის ის პარტიები, რომლებშიც ზემოაღნიშნული ნივთიერება გამოვლინდა, საქართველოშიც თუ არის შემოსული. თუმცა, ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ საფრთხის შემცველი ნიმუშების სია და გადაამოწმოთ, ხომ არა გაქვთ იგივე პარტია შეძენილი. აღნიშნული ნივთიერების ფართო გავრცელების გათვალისწინებით ისიც შესაძლებელია, რომ მას კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებების სხვა პროდუქციაც შეიცავდეს, რისი ნახვაც ეტიკეტზე შეგიძლიათ.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სავაჭრო სექტორში პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ შემთხვევას და არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას.

თუმცა, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით და მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

„პირადი ჰიგიენის საშუალებების უსაფრთხოება საქართველოში სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუცველია!

კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების გასაკონტროლებლად, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია!“ - აცხადებენ ორგანიზაციაში momxmarebeli.ge.

აკრძალული პროდუქტის სრული სია და მწარმოებელი ქვეყნის მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები