იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად.
კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროექტის მიხედვით, შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი ელექტრონული ბაზა.
„ეს ბაზა იარსებებს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს, ვისაც დასჭირდებათ ეს ინფორმაცია კონკრეტული მიზნობრიობით, ექნებათ მასზე დაშვება.
რაც შეეხება მიზნობრიობას, ესენია: იარაღის ნებართვის მიღება/გაუქმება და ამ შემთხვევაში ბაზაზე წვდომა შსს-ს ექნება; კერძო დაცვითი საქმიანობის დროს ლიცენზიის გაცემა; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა ან ჩამორთმევა; ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რისკის შეფასების დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა; დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის პირველადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; თუკი პირს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში დასაქმება სურს და სამსახურებრივი საშტატო იარაღის გაცემის დროს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...
1742218825
მსოფლიოსაფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი
საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...
1742216890
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...
1742216196
საზოგადოებარიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მედლებისათვის ბრძოლაში დავით გო...
1742212556
მსოფლიოუნგრეთის მმართველმა პარტიამ LGBTQ+ პრაიდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს და ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ. ამის შესახებ...