კიბერთაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქისა და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერთაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქისა და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

„წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხინებდნენ.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

შემდგომში, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, თანხები საზღვარგარეთ მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

კიბერთაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721228412

საზოგადოება

„ჩემი ბავშვობა საინტერესო იყო იმით, რომ მქონდა ბედნიერება მეცხოვრა ქალაქშიც და სოფელშიც“ - რას ჰყვება ზვიად ბოლქვაძე

მუსიკოსი  ზვიად ბოლქვაძე მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მის მიერ დასმულ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა: - მაინტერესებს თქვენი ბავშვობა. სულიერი მდგომარეობა, რა აზრები გაწუხებდ...

 ზვიად ბოლქვაძ

1721228265

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში“ - ლევან მაჭავარიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში...

ლევან მაჭავარიანი

1721226540

საზოგადოება

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობას კონკურენციისა და...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე

1721222257

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6952 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1721221770

ახალი ამბები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ბოლოს 16 ივლისს ქვედა საზანოს ტერიტორიაზე ნახეს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 599 305 316 რუს...

დაკარგული ქალი