„კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“ - მიხეილ ყაველაშვილი

„სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“, - განაცხადა ქობულეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, აჭარაში სიტუაცია მართვადია და სამხედრო ძალების დახმარებას რეგიონი არ საჭიროებს.
„აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის 100 პროცენტით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ასევე, ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილი ასევე, რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგიას.
სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარაში კოორდინაციის თემა არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, მინდა გამოვყო უწყებები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს მაშველებს, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედროებს, რომლებიც დღესაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. აჭარა არ საჭიროებს მათ დახმარებას მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება.
კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი. აჭარაში ეს მაღალ დონეზე არის. მუშაობს ხელი ხაზი. ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მავნებლური დეზინფორმაციული კამპანიებით ოპოზიცია ცდილობს შეიყვანოს შეცდომაში მოსახლეობა თითქოს არაფერი კეთდება, რაც სიცრუეა.
„როცა სტიქია მძვინვარებს ქვეყანაში, ეს დაახლოებით ანალოგიურია, როცა ომია და ასეთ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას ასეთ სიტუაციაში.
როცა ადამიანები მითუმეტეს პოლიტიკოსი, რომ ჰქვია და ჩემი წინა მორბედი, რომელიც გამოდის და ჯერ ახალი დაწყებული სტიქიიდან იძახის, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას, ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი მოუწოდებს მოქალაქეებს ნუ ენდობიან ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და იცოდნენ, რომ ყურადღების გარეშე ხელისუფლება არავის დატოვებს.
1740654573
მსოფლიოThe Washington Post: შესაძლოა, 2100 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 15 მილიონამდე შემცირდეს
უკრაინის მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღეზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და მომავალში, ომის წარმოების უნარ...
1740654045
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს
მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...
1740653987
საზოგადოებაპრემიერი: გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში
განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი, - ამის შესახებ პრემ...
1740653023
საქართველოირაკლი კობახიძე: NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის
„დემოკრატიის ეროვნულ ფონდის“ ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, - ამის...
1740652202
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას გაეცნო. მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრს ირაკლი...