„კოორდინირებული მუშაობა გრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ - ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“ - მიხეილ ყაველაშვილი

„კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია“, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქობულეთში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„აჭარაში ვითარება ბევრად უკეთ არის, ამინდმაც ხელი შეუწყო და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროა ელექტროენერგიის აღდგენა. ასეთი სტიქიისგან არავინ დაზღვეული არ არის, მთავარია, როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები და მათი კოორდინაცია არის მაღალ დონეზე. მადლობა ჩვენს მაშველებს, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, განსაკუთრებით გურიასა და იმერეთში.

მთავარია, რომ ეს კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740667037

სპორტი

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს. უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქა...

დინამო არენა

1740666923

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ფინალშია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლ...

ვლადიმერ გამყრელიძე

1740666859

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1740666823

მსოფლიო

პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...

პუტინმა და ტრამპმ

1740665665

საზოგადოება

საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...

კოვიდ 19