კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს წარუდგინა ბრალი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ექიმ ქ.ლ.-ს ბრალი პროკურატურამ დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაიოზ ჩარკვიანის ცნობით, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სავარაუდოდ ხვალ მიმართავს.
ცნობისთვის, ექიმი ქ.ლ. ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეში მესამე ბრალდებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ კი საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.
გამოძიება კვლავ გრძელდება. დაზარალებული ოჯახი რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების დასჯასაც ითხოვს.
ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის კლინიკაში შეყვანიდან, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
1740679054
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...
1740678391
მსოფლიო„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს
უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...
1740676288
ახალი ამბები„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...
1740673725
სპორტისაქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...
1740672732
საქართველოEBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განა...