ქობულეთის მერი: აქტიურად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მოქმედებს შტაბი, ცხელი ხაზი, უკვე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, აღდგენილია ელექტრომომარაგება

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 დღის განმავლობაში, იყო ინტენსიური თოვა, აქტიურად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება, მოსახლეობასთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, მოქმედებდა შტაბი, ცხელი ხაზი და არც ერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია“, - ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და მას შემდეგ, რაც დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდება აღნიშნული პროცესი, ეტაპობრივად გაიწმინდება შიდა სასოფლო გზები. ლევან ზოიძის განცხადებით, ელექტროენერგია უკვე აღუდგა მოსახლეობის დიდ ნაწილს და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დარჩენილ აბონენტებსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიეწოდოთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. „ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 დღის განმავლობაში, იყო ინტენსიური თოვა. თოვლის საფარი ზოგიერთ სოფელში 2 მეტრს აღემატებოდა. აქტიურად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობასთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, მოქმედებდა შტაბი, ცხელი ხაზი და არც ერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. უკვე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მიმდინარეობს ბოლო ადმინისტრაციული ერთეულის გაწმენდა, რომელიც დღეს დასრულდება და როგორც კი მოვრჩებით მთავარი გზების გაწმენდით სამუშაოებს, შემდეგ უკვე ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებზე. ასევე ვმოქმედებთ კონკრეტული გეგმის მიხედვით, გამოყოფილი გვაქვს სპეციალური ტექნიკა, კოორდინირებულად ვმუშაობთ.
როდესაც შემოდის ზარი სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვან პაციენტზე, ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება რეაგირება. პაციენტები გადაგვყავს შესაბამის დაწესებულებებში. სტიქიის შედეგად, თავდაპირველად მუნიციპალიტეტში 10 000 ადამიანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ამ დროისათვის აღდგენილია და დარჩენილია მხოლოდ 900-მდე აბონენტი. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ ამ აბონენტებსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიეწოდოთ ელექტროენერგია. სირთულეს წარმოადგენდა მაღალი თოვლი, ტექნიკას უჭირდა გადაადგილება დაზიანებულ ადგილებამდე, დღეს უკვე მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებენ შესაბამისი სამსახურები, რომ აღნიშნულ ოჯახებს მიეწოდოთ ელექტროენერგია. გარკვეული შეფერხებები იყო ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც, ამ ეტაპზე, შეფერხება აქვს 900-მდე აბონენტს, აქაც იწმინდება ის ლოკაციები, სადაც იყო დაზიანება, გასულები არიან ჯგუფები და მიდის აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
მისივე თქმით, ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი და ზიანის ანაზღაურების საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეისწავლის.
„ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი, სადაც ჩამოინგრა ჭერი. ჩვენ გასულები ვიყავით თითოეულთან ადგილზე, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. აღნიშნულ საკითხს შეისწავლის სტიქიის სალიკვიდაციო კომისია და თითოეულ მოქალაქეს დავუდგებით გვერდში და დავეხმარებით აღნიშნული ზიანის ანაზღაურებაში“, - განაცხადა ლევან ზოიძემ.
1740652138
სპორტიგუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს
28 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში, მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგ...
1740652083
სოციალური მედია„მილანი“ კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს. - „ყოფილი როსონერო და ქართველი გიგანტი“
იტალიის საფეხბურთო კლუბი „მილანი“ თბილისი მერს, კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს. „ყოფილი როსონერო და ქართველი გიგანტი. წარმატებული დღეს, კახა!“, - წერია „მილანის“ ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში. კა...
1740650083
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სამთავრობო პლატფორმის პირადი საკითხებისთვის გამოყენების გამო, ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თანამშრომლები 15 სხვადასხვა...
1740649136
ახალი ამბები„კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“ - მიხეილ ყაველაშვილი
„სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“, - განაცხადა ქობულეთში მ...
1740648877
საქართველომამუკა მდინარაძე: საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში
საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ძალიან კარგი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რ...