„სახლში შეუვარდნენ და სცემეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა...“ - ატენში ნაცემი 40 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ნაცემი 40 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. არსებული ცნობით, საავადმყოფოში შეყვანისას, მას თავის ქალის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. როგორც სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ადგილობრივი მედია სოფლის მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ ორი პირი მონაწილეობდა.
„ორივე ერთად შეუვარდა სახლში და იქ სცემეს. მეუღლეც შეესწრო. როგორც ჩანს, დაკავებული ვინცაა, ის ცდილობს, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს, რათა ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია არ მიეცეს. მეორე ვინც იყო, ახლახან გამოვიდა ციხიდან. დაკავებულის მოგვარეა, შესაძლოა ნათესავიც“, – წერს „მოზაიკა” წყაროზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 2024 წლის 29 ივლისს, ატენში მცხოვრებ დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...