საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტის ტენდერზე: ტენდერების გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია აეროპორტის ტერიტორიის სიახლოვეს მიუსაფარი ძაღლების დატოვების გახშირებული ფაქტები

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ეხმაურება გარკვეული ჯგუფების მიერ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ნორმების სრული დაცვით აეროპორტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ცხოველების გაყვანას ითვალისწინებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე გარკვეულ ადამიანებს მოჰყავთ და ტოვებენ აუცრელ ძაღლებს, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მიუსაფარმა ძაღლებმა მგზავრები, მცირეწლოვანი ბავშვები და თანამშრომლები დაკბინეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სახელით, ვეხმაურებით გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი თანამშრომლები თავად უზრუნველყოფდნენ და კვლავაც გააგრძელებენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების კვებას და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ მანიპულაციებს. აეროპორტის თანამშრომლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ცხოველთა უფლებების უპირობო დამცველები.

თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ ადამიანებს მოჰყავთ და ტოვებენ მოუვლელ, აუცრელ ძაღლებს, რომლებზეც რასაკვირველია პასუხისმგებლობას აეროპორტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს. მოგეხსენებათ, რომ აუცრელი და მოუვლელი ძაღლები რეალური საფრთხეა მგზავრებისთვის. აეროპორტის ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, მიუსაფარ ძაღლებს უკბენიათ მგზავრებისთვის, თანამშრომლებისთვის და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (ამის შესახებ არსებობს საჩივრებიც). აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ჩვენი პრიორიტეტია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგულარულად აცხადებს ტენდერებს კომპანიის გამოსავლენად, რომელიც საქართველოში არსებული ნორმების სრული დაცვით, აეროპორტის ტერიტორიიდან გაიყვანს აგრესიულ ცხოველებს, რათა დაცული იყოს მგზავრების უსაფრთხოების სტანდარტები. ტენდერების გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია აეროპორტის ტერიტორიის სიახლოვეს გამავალი სატრანსპორტო საშუალებებიდან მიუსაფარი ძაღლების დატოვების გახშირებული ფაქტები. სატენდერო განაცხადში ცალსახადაა აღნიშნული, რომ აეროპორტის ტერიტორიის აგრესიული ძაღლებისგან გათავისუფლება უნდა მოხდეს ქვეყანაში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიზნობრივად არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებს ინფორმაციას ტენდერის პირობების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი

1740678391

მსოფლიო

„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს

 უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...

აქციები

1740676288

ახალი ამბები

„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...

113

1740673725

სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...

ალექსანდრა კუვაევა

1740672732

საქართველო

EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განა...

EBRD