სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ.
მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ სამი პიროვნება ერთ-ერთ ავტომობილს ქვების სროლით და სიტყვიერი შეურაცხყოფით მისდევდა, რის შემდეგაც აღნიშნული მანქანიდან ერთი ადამიანი გადმოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით სროლა დაიწყო.მათი თქმით, დამნაშავემ ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"სიჩქარით მოდიოდა მანქანა და უკნიდან აგრესიულად მოსდევდა ხალხი. შეურაცხყოფით, ქვის სროლით და რაღაცა. წინ შუშა ჰქონდა ჩამტვრეული, ამიტომ გზა ვეღარ გააგრძელა, გადმოვიდა მანქანიდან, ერთ-ერთი მათგანი ყვიროდა, რომ „მაგას არ მიუახლოვდეთ, იარაღი აქვსო“. სროლა განახორციელა, აქეთ მხარეს ერთი იდგა, ჯერ იმას ესროლა, მერე აქეთ ისროლა, ერთი ჩვენსკენ გამოიქცა და იმას ესროლა. მე ბავშვს გადავეფარე", - ჰყვება თვითმხილველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...