„ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“ - ამირან გოგიტიძე

„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში, ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.
ამირან გოგიტიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების გარეშე.
„მოხდა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების დამატება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე, მობილიზებულია მაღალი გამავლობის რეანიმობილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო სერვისის მქონე დაწესებულებებში. ჩამოვიყვანეთ პარამედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისსა და მედიკამენტებს აწვდიან მოსახლეობას“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.
„რეგიონში მობილიზებულია ოჯახისა და სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად მყოფ მოსახლეობას აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს. შეძლებისდაგვარად მიდიან სოფლად მყოფ თითოეულ მოსახლემდე, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ.
1740652138
სპორტიგუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს
28 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში, მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგ...
1740652083
სოციალური მედია„მილანი“ კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს. - „ყოფილი როსონერო და ქართველი გიგანტი“
იტალიის საფეხბურთო კლუბი „მილანი“ თბილისი მერს, კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს. „ყოფილი როსონერო და ქართველი გიგანტი. წარმატებული დღეს, კახა!“, - წერია „მილანის“ ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში. კა...
1740650083
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სამთავრობო პლატფორმის პირადი საკითხებისთვის გამოყენების გამო, ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თანამშრომლები 15 სხვადასხვა...
1740649136
ახალი ამბები„კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“ - მიხეილ ყაველაშვილი
„სტიქიისგან დაზღვეული არავინ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი“, - განაცხადა ქობულეთში მ...
1740648877
საქართველომამუკა მდინარაძე: საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში
საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დღეს იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ძალიან კარგი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რ...