"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ...
ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი..
ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....
ბავშვობიდან რუსეთში ,გერმანიაში ,იტალიაში ან თუნდაც აფრიკაში გაზრდილი ყოველთვის იქნება
რუსი ქართველი ,გერმანელი ქართველი ,იტალიელი ქართველი და აფრიკელი ქართველი..!!!
ნუ გვექნება ნამეტანი სენტიმენტები ყველას მიმართ ვისაც ქართული გვარი აქვს ...100 წლის წინ რომ საქართველოდან აიბარგა ადამიანი და მთელი მისი შთამომავლობა სხვა ერში ინტეგრირდა ,ის ვერასდროს ვერ იქნება ,,ნამდვილი ქართველი " ..
ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია .. ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან...
ელემენტარულია..
მე ვარ აფხაზეთიდან ..
ვგიჟდები იქაურობაზე და ყველა ჩემი ფიქრი დღემდე იმ სამოთხეს დასტრიალებს ..
25 წელზე მეტია გადმოყრილები ვართ ..დევნილები საკუთარ ქვეყანაში... ანუ შორს არ წავსულვარ.. ისევ საქართველოს წიაღში დავმკვიდრდი, როგორც დევნილთა უმეტესობა... შევქმენი ქართული ოჯახი ,ქართულ ტრადიციებზე და ქართულ ღირებულებებზე და შვილებიც გავზარდე ქართულ სოციუმში...
ისინი პატივს სცემენ ჩემს ნოსტალგიას, ჩემს სიყვარულს დაკარგულის გამო, მაგრამ მათ არ აქვთ ის სულიერი თუ ფიზიკური ბმა აფხაზეთთან, როგორიც მე...
არ უნახავთ, არ იციან, არ ყოფილან, ამიტომ ვერასდროს ეყვარებათ ისე როგორც მე...
და ახლა წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, რომელიც თავად ჯერ კიდევ პატარა მიდის ემიგრაციაში, იქ სწავლობს, იქ მუშაობს, იქ ქორწინდება უცხოელზე და ცხოვრების ნახევარზე მეტს ემიგრაციაში ატარებს ..ბავშვები უცხოურ ტრადიციებზე იზრდებიან გინდა არ გინდა ..
როცა ემიგრანტი ოჯახი მთლიანად ქართულია მაშინ ჭირს იდენტობის შენარჩუნება და როცა შერეულია ეს ოჯახში ,მაშინ მით უფრო... თუმცა ხშირი ურთიერთობა სამშობლოსთან და კავშირის არ გაწყვეტა ნაწილობრივ ამსუბუქებს ამ პრობლემას...
მე ვგიჟდები ყველა ქართული გვარის მქონე ადამიანზე სადაც არ უნდა იყოს ის ..
მაგრამ ადამიანი პირველ რიგში არის ისტორია, რომელიც იცხოვრა, კვალი - რომელიც დატოვა, პოზიცია - რომელზედაც იდგა და არა გვარი ,რომელიც წინაპრებისგან ერგო...
უამრავ ადამიანს ვიცნობ მეგრული გვარით, რომელიც არ მეგრელობს. პირიქით, ეთაკილება კიდეც .. რატომ? იმიტომ რომ.ასე დაასწავლეს... იმიტომ რომ იმერეთში თუ გაიზარდა იმერელია და არა მეგრელი, გურიაში გაიზარდა? გურულია და არა მეგრელი.. სვანეთში თუ გაიზარდა ,სვანია და არა მეგრელი ..
გვარი აქვს მხოლოდ მეგრული....
ამიტომ ,ნუ მეტყვით ყველა ვისაც ქართული გვარი აქვს, არის ქართველი!!
არიან ქართველი კანდელაკები და არის რუსი თინა კანდელაკი!
არიან ქართველი თუთბერიძეები და არის რუსი "ფიგურისტკა" ეთერი თუთბერიძე.!
არიან ქართველი პავლიაშვილები და არის რუსი სოსო პავლიაშვილი!
უამრავია ასეთ ადამიანთა სია ...
როცა ხარ ტირანი სახელმწიფოს, მისი მეთაურის,მისი რეპრესიების რუპორი და მეხოტბე ,ხარ რუსი და არა ქართველი!!!
რა არის აქ გაუგებარი!
არც არაფერი!
ავტორი: ეკა გვაზავა. იტალია. ბარი
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...