„ანიდან ჰოემდე“ - კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში,
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი „ანიდან ჰოემდე“.

კონკურსს ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათ-მეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით.

კონკურსი ვიდეორგოლების და ესეების ნომინაციებისგან შედგება:

ესეების ნომინაცია გულისხმობს მოსწავლეების მიერ ქართული ანბანისა და ენის თემაზე ესეს მომზადებას, მეორე
ნომინაცია კი - ამავე თემაზე ვიდეორგოლის შექმნას.

კონკურსის შედეგად, თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გამარჯვებული მოსწავლეები საჩუქრად მიიღებენ სერტიფიკატებს, ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ერთწლიანი მომსახურების ვაუჩერსა და სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებს.

გარდა გამარჯვებულებისა, სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცემათ თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ნამუშევრების ავტორებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას.

- საკონკურსო ნამუშევრები (ესე, ვიდეორგოლი) შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და ასახავდეს ქართულ ანბანთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის - მოსწავლის სუბიექტურ დამოკიდებულებას ქართულ ენასა და ანბანთან.

- საკონკურსო ესე უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით Sylfaen (შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი − 1.5) არაუმეტეს ორი ნაბეჭდი გვერდისა. საკონკურსო ესეს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1).

- ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. საკონკურსო ვიდეორგოლს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1).

- ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.

კონკურსის ვადები:

- საკონკურსო განაცხადები (ესე ან ვიდეორგოლი, ფორმა N1) მიიღება 2021 წლის 17
დეკემბრის ჩათვლით.

- განაცხადი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com

- საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება მოხდება 2021 წლის 20-25 დეკემბერს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები:

📌 როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

📌 კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს

📌 გენერალური კონსული, იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა