"არ გაბედო და აქ სამსახურების გაყიდვა არ დაიწყო, არ შებღალო აქაური წმინდა ქართული თანადგომა და ურთიერთობა... არ გაპატიებთ❗️❗️❗️"

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ლია-სიდონია გვიჩიანი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერილს აქვეყნებს და ე.წ. დამსაქმებლებს მიმართავს:

"ვმუშაობ "გროსეტოს" პროვინციაში თითქმის 5 წელია, როცა აქ ჩამოვედი საერთოდ არ იყვნენ ქართველები, დავიწყე ნელ-ნელა ჩამოყვანა, ვეძებდი სამსახურებს რომ ვინმე ქართველი დამესაქმებინა, განურჩევლად იმისა ვიცნობდი თუ არა მას, ამჟამად ალბათ 300-მდე იქნება ქართველთა რიცხვი (ზუსტად არ ვიცი) ...

აქ ვასაქმებთ სრულიად უფასოდ და თუ ვინმე გაყიდის სამსახურს რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ დატოვოს ჩვენი გარემოცვა.

დღეს ერთი უკრაინელი მესაუბრა, რომელიც მეხმარება სამსახურების მოძიებაში, მან მითხრა რომ გროსეტოს პროვინციაში პორტო სანტო სტეფანოში მუშაობს ვიღაც ქართველი და ამ ქართველმა შესთავაზა უკრაინელს, სამსახურების გაყიდვა და თანხის გაყოფა. 

ვთხოვე უკრაინელს მოეცა ჩემთვის ამ ქალბატონის კოორდინატები, მაგრამ არ "ჩაუშვა".

მივმართავ ამ ქალბატონს: არ გაბედო და აქ სამსახურების გაყიდვა არ დაიწყო და არ შებღალო აქაური წმინდა ქართული თანადგომა და ურთიერთობა... არ გაპატიებთ❗️❗️❗️

სხვა რეგიონში მყოფ ქართველებსაც მოგიწოდებთ ნუ ყიდით სამსახურებს, თორემ ემპოლში მომხდარი ამბავი თქვენც გადაგხდებათ". - წერს გვიჩიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742228399

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა

„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1742228348

საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...

სამინისტრო

1742228245

მსოფლიო

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...

რუანდარუანდა

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს