ემიგრანტი იტალიაში - "მართლა ბანკომატად ვიქეცი, ფსიქიკა და ჯანმრთელობა გამინახევრდა"

რედაქციაში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წერილი შემოვიდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დავტოვებდით, რადგან ეხება საკითხს და პრობლემას, რომლის შესახებაც, ფარულად თუ ხმამაღლა, არაერთი ემიგრანტი ქალბატონი საუბრობს. დანარჩენს თავად ქალბატონი ნანა გიამბობთ, რომელიც მილანიდან დაგვიკავშირდა:
„დიდ ხანს ვიფიქრე მომეწერა თუ არა, მაგრამ თქვენს სტატიებს ხშირად ვკითხულობ და ვხედავ, რომ ემიგრანტების გასაჭირი გულთან მიგაქვთ და ხშირად აშუქებთ. ამიტომ გადავწყვიტე, მეც რამენაირად დავეხმარო სხვებს მაინც, რადგან საკუთარი თავისთვის გამოსავალს ვეღარ ვხედავ, ძალიან მაქვს „შეტოპილი“ და უკან დასახევი ხიდი ჩანგრეული.
ჩემი ისტორია, სხვა ბევრი აქ მცხოვრები ქალის ისტორიისგან არაფრით გამოირჩევა. იტალიაში გაჭირვებამ ჩამომიყვანა. ჩვეულებრივ გაჭირვებაზე არ ვსაუბრობ, ხშირად, მართლა პურის ფული არ გვქონდა სახლში. ჩემი მეუღლე ინვადილი იყო და ზოგჯერ მხოლოდ მისი სოციალურის იმედზე ვიყავით. დავუტოვე ჩემი ორი შვილი ჩემს დედამთილს და მეუღლეს, ავიკრიფე გუდა-ნაბადი და ჩამოვედი იტალიაში. მას მერე ვწვალობ და მოვათრევ ემიგრანტულ ტვირთს.
ზოგს გაუმართლებს ხოლმე, მე კი სულ ისეთ სამსახურებში მომიწია მუშაობა, ჯანმრთელობა ცალკე გამინახევრდა და ფსიქიკა ცალკე შემერყა. რამდენიმე წელი გადაბმულად, გამოუსვლელად ვიმუშავე ალცაიმერთან. სხვანაირად არ შემეძლო, შვილებთან ფული უნდა გამეგზავნა. ამასობაში დაიზარდნენ ბავშვები. გოგო 18 წლის გამითხოვდა. ბიჭმაც ცოლი მოიყვანა. თავადაც მიხვდებით რა ხდება ხოლმე ამ დროს, ვალი ვალზე ავიღე, რომ გოგო გამემზითვებინა და ბიჭისთვისაც ისეთი ქორწილი გადამეხადა, უბანში სალაპარაკო არავის ჰქონოდა, დაყარა შვილები, წავიდა და ახლა ერთი ნორმალური ქორწილი არ გადაუხდიაო.
თავიდან თუ ოთხი კაცის შენახვა მიწევდა, ახლა რვა ადამიანს ვინახავ. რაც მეტს ვგზავნი, უფრო მეტის მოთხოვნილება უჩნდებათ. ამას წინათ შვილს ვუთხარი, ჯანი აღარ მივარგა, იქნებ დროებით მაინც ჩამოვიდე სახლში-მეთქი და ჯერ სად უნდა ჩამოხვიდე, სახლში რემონტი ახლა დავიწყეო. გოგოსაც უვარგისი და უსაქმური ქმარი შეხვდა, ისიც იქით მყავს სათრევი. იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რა გავაკეთო და როგორ მოვიქცე, როგორ დავტოვო შვილები ისევ ულუკმაპუროდ. ვიცი, ზოგიერთი მეტყვის, დიდები არიან და თავს თვითონ შეინახავენო, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რა რთულია თავის გატანა საქართველოში. მაგრამ ამ მოხუცებთან მუშაობაც აღარ შემიძლია ამ განახევრებული ჯანით. გოგოებო, ქალებო, თავიდანვე გაითვალისწინეთ და არ მოიქცეთ ჩემნაირად, არ მიაჩვიოთ ბევრი ფულის გზავნას ოჯახი და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ნეტავ თავიდანვე ჩემვისაც აეხსნა და ერჩია ვინმეს.“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა - ემიგრანტი ქართველი
🔵 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“
🔵 ქართველი ემიგრანტის მიერ, სიცილიაზე აღმოჩენილი კახური ქვევრი
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...