“მაინც არაფერი არ გამომივიდა, ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი, დავტოვე შვილები და ისევ ემიგრაციაში დავბრუნდი“ - ემიგრანტის წერილი

ეს დათაა თუთაშხია...
სამწლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში როცა წავედი მეგონა სადღაც უფერულ ჯურღმულში აღმოვჩნდი სადაც ძირზე უმუშევარი ადამიანები ვეყარეთ, აქა იქ კი ოდნავ მაღალ საფეხურზე მიმოპნეულები იყვნენ ისინი ვინც ასე თუ ისე კაპიკებზე მუშაობდნენ და სულ მაღლა მყოფებს შიშის თვალით უღიმოდნენ შუა ჯურღმულიდან და ტაშს უკრავდნენ არიქადა არ ჩაგვარტყან რამე გაბრაზებულზე და მთლად ფსკერზე არ დავეშვათო და თან ხშირად პოლიქრონიონს გაიძახოდნენ.
არა ეს სიზმარი კი არ იყო მე ასე დავინახე საქართველო იქ როცა ჩავედი და მომკალით თუ გინდა. მერე პოლიქრონიონის სიმღერის გარეშე მოვინდომე ცოტა ზევით აცოცება ამ უფსკრულიდან ანუ მუშაობის დაწყება და იმდენმა გამოიშვირა თითი ეს დათაა თუთაშხიაოო არ ვიცი, მანამ სანამ მზისგულა ადამიანები არ გადამეყარნენ არ ვიცოდი საერთოდ მეტირა თუ მეყვირა თუ გიჟივით მეცინა. მაინც არაფერი არ გამომივიდა. ევროპის ქვეყნებში ბინადრობის და შრომის უფლების მატარებელ საბუთს ვადა გასდიოდა და ისევ ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და უფერულ დამშეულ და დაქცევის პირზე მისული სამშობლო დავტოვე. დავტოვე შვილები რომლებსაც ახლა სჭირდებათ პატრონი, რომლებმაც ცხოვრების ანი და ბანი არ იციან, დავტოვე გაყინული და გაქვავებული გულითა და თვალებით...
როცა ჩავედი საქართველოში ქუჩაში გავედი თუ არა ლიბერთი ბანკის რიგში მდგომმა მოხუცების მზერამ მომიკლა გული, კაპიკების მოლოდინში უპატივცემულოდ მშიერ-მწყურვალნი რომ დგანან. მაღაზიაში უთავმოყვარეოდ გაზრდილმა ფასებმა საერთოდ შემშალა.... იმ მაღაზიაში მომუშავე კონსულტანტის თუ მოლარის გადაღლილმა მზერამ, ყველგან გადაღლილი და უშინაარსო თვალები მხვდებოდა. მახსენდებოდა იტალია სადაც შესვლისთანავე გესალმებიან, გიღიმიან და ასე შემდეგ. რა გააღიმებს ჩემს ქართველებს დაუღალავად კაპიკებზე მუშაობენ. არა იქ ცხოვრება ერთეულებისთვის არის მხოლოდ მშვენიერი. მერე ვთქვი როცა წავალ შევეცდები ყველას მივეხმარო აქ ისეთ გაჭირვებას ვტოვებთქო თუმცა რაც დავბრუნდი ვალუტის კურსი ისე დაეცა, ჩემი შვილების მონატრების და სახლის მონატრების ტკივილს ადამიანებს რომ ვერ ვეხმარები იმის ტკივილი დაემატა, თან ერთი შიში მიპყრობს და ეს ავადმყოფურია თუ რა არ ვიცი, მინდა მოვასწრო და აუცილებელი დაუტოვო შვილებს, ვჩქარობ და ის რაც აუცილებელი ენატრებოდათ მინდა გავუკეთო....
დარდმა წამიღო მართლა თქვენმა დარდმა ჩემო ქართველებო, მეგობრებო, მეზობლებო, ახლობლებო... მაპატიეთ თუ ვერ შეგეშველეთ....... უფალი შემაძლებინებს მეორედ და მესამედ გამოწვდილ ხელს თანხმობით ვუპასუხო... მაპატიეთ მე დათას თუთაშხიას, ჩემი სუსხიანი სიმართლის გამო დისკომფორტს გიქმნით კარგად დანაყრებულო ჩინოვნიკებო! აქ 50 და 60 ევროში აავსებ ჩანთებს იმდენ პროდუქტს წაიღებ და მანდ თქვენი ნაწყალობევი კაპიკებით რა უნდა იყიდოს ხალხმა?
მოვა მართალი ხალხის დროც და ისტორიაში რა ცუდად ჩაიწერებით რომ იცოდეთ!
თეონა ჭანტურია. იტალია. ქალაქი ბარი.
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...