მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა - ემიგრანტი ქართველი

საფრანგეთში მცხოვრები, ემიგრანტი, მწერალი დიანა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს:
„ამ შერეკილს სამად შემოუხვევია ყელზე კაშნე და მაინც მუხლამდე დასთრევს. მე "ხანგულიას"ვეძახი.
- ეგ რას ნიშნავს?
- მკითხა ერთხელ.
- გეფერები - თქო და მენდო, აღარ უკითხავს მეტად.
პოეტია. აცა- ბაცა ლექსებს წერს. ერთი - ორჯერ გაუვარდა ყარაულის თოფივით და... მოკლედ პოეტია.
გუშხამ ღვინის აღმართზე შემხვდა.
- ოჰოო, ქართული პროზის ანა კალანდაძე!
- და ხელები ჯვარცმულივით გაშალა. ასე დამცინის. უმოწყალო ცინიკოსია.
- შენა, ფული გაქვს? წამო მადათოვზე !
- ისევ გულზე მიხუტებულს მიჩურჩულა.
- კი მაქვს, მაგრამ რაღა დროს მადათოვია, ხანგულია?!
- ჰიჰი, სუ მადათოვია, გოგო.
დავეშვით. სადღაც ხუთი საფეხურით დაბლა ჩავძვერით და არყისა და მწნილის სუნმა ცხვირი წამაძრო.
- დიდებულია, დიდებული, აქაურ მწნილს ხის ბოცებში დებენ და იმიტომაა გამორჩეული.
- ღმერთო, პოეტს თემა არ გამოულიო საწერი! - ო და პირველი გადაჰკრა. გადავკარი მეც, ოღონდ ყბაში არ დამიგუბებია მაგ შერეკილივით.
- როგორ არაფერი იცი, გოგო, წერის გარდა!
ისევ დამცინა. - ზოგჯერ სიკეთეც გამომდის! - შევეთამამე.
- სიკეთე არა, სიბრიყვე გამოგდის...სახარება წაგიკითხავს ? - კი.- აბა, რაო სიკეთეზე, რა წერია?! თუ ორი სამოსი გაქვს, ერთი გაიხადე და მიეციო, თუ ერთი გაქვს, არ გატიტვლდეო, გოგო!
- ისევ დაისხა.- ებეე, გროშები ამოყარე ახლა და აქ წამოვედით, მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა, რომ დაგახარჯვინე, გაიგე?! მაგრამ ბევრი, რომ გქონოდა და ცოტა მოგვეკლო, მეც ღიღინ- ღიღინით ავუყვებოდი ღვინის აღმართს.
- რა მექნა აბა?! - ორჭიქა გადაკრული მეც ვიჯაგრები.
- არა მაქვსო, უნდა გეთქვა, გოგო! - გაუყიმყიმებელ სიკეთეს გაუმარჯოს დედამიწაზე! - ო და ისევ გადაჰკრა. - ჰა, ნუ იბუზები, გავეშვათ ახლა. კაშნე კიდევ ერთხელ შემოიხვია ყელზე და მაინც მუხლამდე დასთრევდა.
- ტაქსის ფულს მომცემ?!
- საცოდავად დაეღრიჯა სახე. - არა მაქვს, არა! - ჩემივე პასუხი მეუცხოვა.
- ჰოდა, აგრე! ნომერი დამიწერე შენი! - ქაღალდის ნაგლეჯი და კალამი ამოიღო. არ წერდა.
- პირველად ვნახე, პოეტის კალამი არ წერდეს - წავუგველე მეც. არა, ბიჭოს და, ჩამოვრჩებოდი?!
- ჩემისთანა პოეტები?! კალამი რომ არ უწერთ, ისეთები?! კონა - ათშაურად, ოხრადაა, გოგო,- გამეშვი ახლა და იმაზე იფიქრე, რა არის სიკეთე, როცა შენ იხდი უკანასკნელს და ტიტლიკანა რჩები და ვისაც აცმევ, იმასაც ძილს უკარგავ თუ, როცა ორი გაქვს და ერთს აძლევ და ისიც მშვიდად იძინებს ?!“ - წერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერალი დიანა მირცხულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ყველა პენსიონერს არ ჰყავს შვილი - ნანიკო ხაზარაძე ექიმებს მიმართავს
1741088413
ახალი ამბები„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა
„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...
1741087797
საზოგადოებავოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...
1741085614
საზოგადოებაგენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს
უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...
1741085599
ახალი ამბები„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...
1741083933
სპორტიდუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...