32-მდე გაიზარდა საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

საბერძნეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 32-მდე გაიზარდა სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

მანამდე დადასტურებული იყო 26 ადამიანის სიკვდილი. დაშავდა - 85.

28 თებერვალს, ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი. ისინი ერთმანეთის პირისპირ ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. საბერძნეთის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი უკვე წაუყენეს სარკინიგზო სადგურის უფროსს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. თესალიის რეგიონის გუბერნატორმა კონსტანტინოს აგორასტოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

ცეცხლს 150-მდე მეხანძრე აქრობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო პოლიციის 15 ეკიპაჟიც და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 40 ბრიგადა. მატარებლის ის მგზავრები, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ და არც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, სალონიკამდე ავტობუსებით ჩაიყვანეს.

ამავე თემაზე:

* დაიღუპა 26 და დაშავდა ათობით ადამიანი - საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები