ბერძნული მითოლოგიის რომელი ქალღმერთი ხართ ჰოროსკოპით?

ითვლება, რომ ზოდიაქოს ნიშნები ხასიათს და ზოგჯერ ბედსაც კი განსაზღვრავენ. მაგრამ, იცოდით, რომ თითოეული ზოდიაქო ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთს შეესაბამება? გაინტერესებთ რომელი ქალღმერთი ხართ ზოდიაქოთი?

1. თხის რქა-ჰესტია

ჰესტია ოჯახის კერის მფარველია. მშვიდი და გაწონასწორებული, როგორც სხვა არავინ. თავად აპოლონსაც კი უთხრა უარი თავისი აღთქმის გამო. სწორედ ასეთია თხის რქაც, რომელიც მხოლოდ მნიშვნელოვანზე ფიქრობს და გრძნობებს არ ყვება.

როცა ადამიანი ჰესტიას ტიპისაა, გარესამყაროში მომხდარი მშფოთვარე მოვლენები მასზე ისეთ ზეგავლენას ვერ ახდენენ, როგორც სხვა ადამიანებზე. ამ ადამიანებზე ვერც სხვა ადამიანები, ვერც მოვლენები, ვერც ცრურწმენები ვერ ახდენენ გავლენას.

ისევე როგორც ჰესტია, რომელმაც პრომეთეს ცეცხლი უწყალობა გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის, თხის რქებიც ჯერ სხვებზე ზრუნავენ, შემდეგ კი საკუთარ თავზე. თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვა არც სჭირდებათ, ისედაც ყველაფერი კარგად აქვთ.

ქალ-ჰესტიებს მთავარია არ დაავიწყდეთ, რომ შინაგანი სამყაროს გარდა, გარეგანი, სხვა სამყაროც არსებობს. 

2. მერწყული-ნიკე

ნიკე-გამარჯვებისა და ტრიუმფის ქალღმერთია. მერწყულები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისთვის წყნარად არ დასხდებიან კუთხეში. ისინი ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვიან და ჯიუტად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რაც ჩაიფიქრეს.

მერწყულებს სასიცოცხლო ენერგიის, ოპტიმიზმის და რაიმეს მტკიცების უშრეტი მარაგი აქვთ. ტყუილად კი არ მფარველობთ გამარჯვების ქალღმერთი... ისინი ყოველთვის იმარჯვებენ, ყველა გეგმას ახორციელებენ, ყველა აზრს განამტკიცებენ და მომხიბვლელობით ყველას თავს აყვარებენ. 

3. თევზები-აფროდიტე

ეჭვიც არაა, რომ თევზებს აფროდიტე მფარველობს : ის სიყვარულის ქალღმერთია, მშვენიერია და სხვებზე კარგად ერკვევა გრძნობებით ტანჯვაში. ამ უკანასკნელში კი თევზებს ბადალი არ ჰყავთ. აფროდიტეს მსგავსად, რომელიც კლდიდან გადაეშვა ზღვაში, თევზებსაც თავისი ტანჯვა აბსოლუტში აჰყავთ.

ისინი ნაზები და მგრძნობიარენი არიან, ამასთან მომხიბვლელნი და მიმზიდველები. ის კი, ვინც მათ გარეგნულ მომხიბვლელობას გაუძლებს, მათი მგრძნობიარე ნატურის წინ უეჭველად ფარ-ხმალს დაყრის

4. ვერძი-ათენა

ვინმე ფიქრობდა, რომ სხვაგვარად იქნებოდა? ათენა ხომ სიბრძნის განსახიერებაა. მისი ძირითადი სპეციალიზაცია კი საომარი სტრატეგიაა. ათენა მამაკაცის ატრიბუტებით გამოისახება-მუზარადით, შუბით და აბჯრით. ალბათ უცნაურად გეჩვენებათ, რომ ქალი ომთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიზეზი მარტივია, არესს, ომის ღმერთს, ომები მხოლოდ გასართობად და ომის გულისთვის სჭირდებოდა. ათენა კი იმ ომების მფარველი იყო, რომლებიც აუცილებლობის გამო იწყებოდა. ვერძების განსახიერებაც ესაა. სამართლიანობის გრძნობა მათ ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული. მათ მშვენივრად შეუძლიათ მოწინააღმდეგის განგმირვა შუბით, მაგრამ მხოლოდ საქმის გამო.

5 .კურო-დემეტრა

დემეტრა-ნაყოფიერების და მიწათმოქმედების ქალღმერთი. უბრალო ქალღმერთი უბრალო ცხოვრებისეული სიხარულით:კარგად იმუშავე და შემდეგ კარგად მიირთვი. ეჭვიც არაა, კუროზეა საუბარი. კიდევ ვის შეუძლია ასე დააფასოს ისეთი უბრალო რაღაცეები, როგორიცაა კარგი ღვინო, საჭმელი და პატიოსნად შრომა?

კუროები სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვები მას მოსაწყენ და რუტინულ ადამიანებად მიიჩნევენ.  მაგრამ მშვენიერებაც ამაში მდებარეობს, მათ ყველა წვრილმანიდან შეუძლიათ სიამოვნების მიღება და სილამაზეს ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე იქ, სადაც მის პოვნას არავინ ელის. ისინი მშვიდნი, გაწონასწორებულნი და მშვენიერნი არიან, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ იმას არ შეეხებით, რაც უყვართ. როცა ჰადესმა დემეტრას ასული მოსტაცა, დემეტრა გულზე ხელდაკრეფილი როდი მჯდარა, ჰადესი იძულებული გახდა მისი პირობები მიეღო. ასე არიან კუროებიც, იმისთვის, რაც მათთვის ძვირფასია, მთებს გადადგამენ. 

6. ტყუპები-ირიდა

ღმერთების მაცნე და ცისარტყელას ქალღმერთი. ერთხელ, ზევსმა ირიდა ჰადესისი სამფლობელოში გაგზავნა სტიქსის წყლის შესაგროვებლად და ირიდამ ეს უყოყმანოდ შეასრულა. ასეთია ზუსტად ტყუპები. ისინი ყოველთვის მზად არიან მოგზაურობისთვის, თავგადასავლებისთვის, მთავარია ეს ყველაფერი საინტერესო და მიმზიდველი იყოს. მათ ზღვა ნაცნობები ჰყავთ და შეზღუდვები არ აინტერესებთ. სიმსუბუქე, მომხიბვლელობა და ცოტა სიგიჟე, ეს მათი ცხოვრების ფორმულაა.

7. კიბო-გეა

გეა-დედამიწის, ყოველი  სულიერის დედაა, ისევე როგორც კიბო. მას ოღონდაც ვინმე აღაზრდევინე და მეტი არაფერი უნდა. ქალი კიბო-დედის ეტალონია, რომელიც თავისი შვილებისთვის ყველაფერს მოიპოვებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კიბოები თავის ბავშვებად მიიჩნევენ ყველას, ვინც უყვართ. ასეთი ულევი სიყვარული, ზრუნვა და სითბო აქვს კუროს.

8. ლომი-ჰერა

ჰერა-ქორწინების და დედების მფარველია, თუმცა ეს ბევრმა არ იცის. უმეტესობა ჰერს როგორც ზევსის ცოლს ისე იცნობს, თანაც მესამეს, მაგრამ ისევე როგორც ლომი, ჰერაც ყოველთვის გამოირჩეოდა და მეტოქეებს ვერ იტანდა. ლომებს რაც ეკუთვნით, ის არ შეიძლება სხვასაც ეკუთვნოდეს. ისინი ყოველთვის იბრძოლებენ საკუთარის დასაცავად. ლომთან მეტოქეობა დამარცხებას გიქადით. იცით, რა დეამართათ ჰერას მეტოქეებს?კარგი არაფერი, ამიტომ ლომების მოწინააღმდეგეებს კარგად დაფიქრება მართებთ. 

9. ქალწული-თემიდა

თემიდა მართლმსაჯულების და სამართლიანობის ქალღმერთია, ზევსის ბაგე, რომელიც მის ნებას განაცხადებდა. ქალწულების ბაგითაც ჭეშმარიტება ღაღადებს. თუ ქალწული იმის შესახებ გელაპარაკებათ, რაც ჭკუაში არ გიჯდებათ, მაინც უნდა მოუსმინოთ.ქალწული არ ცდება, ის დასკვნებს მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე აკეთებს.

პედანტური, სამართლიანი, სერიოზული და გაწონასწორებული ასე შეიძლება მათი დახასიათება.

10. სასწორი-პერსეფონა

პერსეფონას ისტორია ტიპიური სასწორის ცხოვრების ილუსტრაციაა. ახალგაზრდა ქალღმერთს არა და არ შეეძლო საქმროს ამორჩევა, ხან არესზე ათხოვებდნენ, ხან აპოლონზე...მას კი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, მაშინ ცხოვრებამ გადაწყვიტა: გამოჩნდა ჰადესი, რომელმაც პერსეფონე მოიტაცა და ყველაფერი დალაგდა.

სასწორებს  ეს სჭირდებათ, თვითონ არაფერი გადაწყვიტონ და გამოჩნდეს სხვა ვიღაც, რომელიც მათ მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას. ქალწულებისგან განსხვავებით, ისინი არასოდეს არიან გაწონასწორებულები. ასეთია მათი არსი.  

 

11. მორიელი-ჰეკატე

ჰეკატე წყვდიადის, ღამეულ მოჩვენებათა და ჯადოქრობათა ქალღმერთია. მორიელი ხომ არ გეცნოთ? დიახ, დიახ...როგორც ამბობენ, წყნარ ჭაობში ეშმაკები დაძრწიანო ეს სწორედ მათზეა ნათქვამი. ისინი იმდენად მომხიბვლელები არიან, რომ მათ მიმზიდველობას ვერ გაუძლებ. აი, შიგნით რას მალავენ, ეს უკვე სხვა საქმეა. მორიელები ამოუცნობნი და მრავალწახნაგოვანნი არიან.

12.მშვილდოსანი-არტემიდე

არტემიდე-ნადირობის ქალღმერთია, ამასთან სიბრძნეს განასახიერებს და მშობიარეთა მფარველიცაა. საიდან სადაო, არა? ზუსტად ასეთია მშვილდოსანიც.მას ყველაზე შეუთავსებლის შეთავსებაც კი ძალუძს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი მოსაზრება მიიღონ და ნებისმიერ აზრს დაეთანხმონ. არასოდეს ამბობენ უარს კამათზე და თითქოს მაგნიტივით იზიდავენ ურთიერთსაპირისპიროს. 

წყარო : intermedia.ge 

ასევე საინტერესოა

🔷როდის დასრულდება უკრაინის ომი და რა ბედის ელის რუსეთს - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

🔷რომელ კვირას იქნება მაღაზიები ღია საბერძნეთში?!

🔷"იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი" - ლელა კაკულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736708608

ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

 უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებენ. „შენისთანა...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1736706854

მსოფლიო

მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას, ომის შემდეგ ყირიმი რუსეთის ხელში დარჩება - ტრამპის მომავალი მრჩეველი

 უკრაინაში ომი დიპლომატიური მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, მაგრამ არარეალურია იმის მოლოდინი, რომ რუსებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან განდევნიან. ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამ...

ტრამპის მომავალი მრჩეველი

1736704596

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ფაქტ ჩეკერებისთვის“ ეს არის ტრაგიკული ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ისინი ხელს ვერ შეუშლიან ვერანაირი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული

 „ფაქტ ჩეკერებისთვის“ ეს არის ტრაგიკული ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ისინი ხელს ვერ შეუშლიან ვერანაირი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული, თუ ჩვენი მხრიდან ხდება...

ლევან მაჭავარიანი

1736702673

ახალი ამბები

„ქვეყანა იმათ იმედად ვერ იქნება, ვინც მხოლოდ სიტყვაზეა მზად ომშიც წავიდეს, მაგრამ ქართულ ჯარში წასვლასაც არიდებს თავს“ - დიმიტრი ხუნდაძე

„ქვეყანა იმათ იმედად ვერ იქნება, ვინც მხოლოდ სიტყვაზეა მზად ომშიც წავიდეს, მაგრამ ქართულ ჯარში წასვლასაც არიდებს თავს“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტ...

პოლიტიკოსები

1736699592

მსოფლიო

კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნას იანვრის ბოლოს განიხილავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა სირიი...

მსოფლიო