საბერძნეთში, პაციენტმა საავადმყოფოს კოვიდ კლინიკაში ხანძარი გააჩინა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი

საბერძნეთში, თესალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოს კოვიდ განყოფილებაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. სახანძრო ბრიგადის საგამოძიებო განყოფილება, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.
დაშავებულთაგან 4 პაციენტს მიღებული აქვთ სხეულის დამწვრობები, ერთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
კოვიდ კლინიკის დირექტორის განცხადებით, საავადმყოფოში ხანძარი, კორონავირუსით ინფიცირებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა გააჩინა. მისი განცხადების თანახმად, პაციენტის ეს ქმედება შეუმჩნეველი დარჩა, რამაც სამ სართულიან შენობაში, სადაც 20 კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.
Thestival-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა, რომელიც ჟანგბადის ნიღბით სარგებლობდა, სიგარეტს მოუკიდა რამაც სწრაფად აალებადი ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.
სახანძრო ბრიგადამ, საავადმყოფოდან პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხო ევაკუაცია უზრუნველყო.
როგორც ცნობილია ხანძარი კოვიდ განყოფილების იმ პალატაში გაჩნდა, სადაც 3 პაციენტი მკურნალობდა, რომელთაგან ერთ-ერთი დამწვარი იპოვეს.
სახანძრო ბრიგადის კოორდინირებული მოქმედებების შედეგად და საავადმყოფოს პერსონალის დახმარებით, შენობის ორი სართულიდან სულ 38-მდე ადამიანი გამოიყვანეს.
ასევე საინტერესოა
1740574603
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი - თურქეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მეგობრობას და ძლიერ ურთიერთპატივისცემას ეფუძნება
თურქეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მეგობრობას და ძლიერ ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობები ღრმა...
1740574421
ახალი ამბები„უნდა შევიდეთ უკლებლივ ყველა სოფელში, რათა მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება“ - ირაკლი კობახიძე
„ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული“, – ამის შე...
1740572875
ახალი ამბებისტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს. გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეულ...
1740571775
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც...
1740570197
საზოგადოებაჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა
„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში...