„არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და არ გადადგათ ნაბიჯები“ - 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, რომლის ენერგია შეიძლება იყოს დაძაბული, თუმცა წარმატების მიღწევა მაინც შესაძლებელია, მთავარია სწორად მივმართოთ ჩვენი ენერგია იმ მოვლენებისკენ, რაც გვინდა, რომ ჩენს ცხოვრებაში მოხდეს.
გარდა ამისა, კარგია ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა, სპორტი“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:
ვერძი - უმჯობესია გამოიჩინოთ სიფრთხილე, კარგი არ არის დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, რადგან იმპულსურობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ და შეცდომები დაგაშვებინოთ. ყველა ინფორმაციას, რასაც მოისმენთ გადაამოწმეთ. არ ენდოთ ჭორებს!
კურო - გამოიყენეთ ეს დღე. თუ რამის გაკეთება გინდოდათ, შეგიძლიათ იმოქმედოთ თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სიდინჯე, სიჯიუტე, შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს. იმოქმედეთ, მაგრამ გააზრებულად და დაფიქრებულად.
ტყუპები - საუკეთესო დღეა ნებისმიერი სახის ახალი ურთიერთობებისთვის, ახალი საქმეების წამოსაწყებად. თუ რაიმე გქონდათ დაგეგმილი, გინდოდათ გაგეკეთებინათ, ეს დღე მოგცემთ იმის ენერგიას და რესურსს, რომ ქმედება დაიწყოთ!
კირჩხიბი - ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ! ხშირად თქვენი ნერვიულობა ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში. პატარა დეტალები და წვრილმანები ხანდახან ზედმეტად გაფიქრებენ და ყურადღებას უმნიშვნელო საკითხებზე გატანინებენ, ამიტომ ორიენტირდით თქვენს მიზნებსა და საქმეებზე, სურვილებზე, ოცნებებზე.
ლომი - საინტერესო დღე გელოდებათ, გასაკეთებელი გექნებათ ბევრი საქმე, რის გამოც დროის განაწილებას სწორად ვერ მოახერხებთ. თუ დროის მენეჯმენტს მოახდენთ და პრიორიტეტებს სწორად დაალაგებთ, აუცილებლად ყველაფერს გაართმევთ თავს.
ქალწული - განსაკუთრებით გაგიმარტივდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, ნებისმიერი სახის კონტაქტი, კომუნიკაცია იქნება წარმატების მომტანი. ის შესაძლებლობები, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით, დღეს მიხვდებით, რომ ეს ის არის რაც გჭირდებათ.
სასწორი - გექნებათ შესაძლებლობა ძველი შეცდომები გამოასწოროთ, თქვენს სასიკეთოდ შემოატრიალოთ სიტუაციები. შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.
მორიელი - შესაძლოა გარკვეული სირთულეები გქონდეთ, ეცადეთ არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში. დათმეთ, წადით კომპრომისზე, რომ სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ შეცვალოთ. რაც უფრო მშვიდად იმოქმედებთ, დაფიქრებულ ნაბიჯებს გადადგამთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოხდება.
მშვილდოსანი - ახალი გეგმები და იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ არ იჩქაროთ მისი განხორციელება. მიჰყევით დღის დინებას, რიტმს, რაც იქნება და თავისთავად მოხდება ყველაფერი. შესაძლოა ახალი შემოთავაზება მიიღოთ.
თხის რქა - რთული დღე იქნება. არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და არ გადადგათ ნაბიჯები, რადგან შეცდომებს დაუშვებთ. დღე გაატარეთ მშვიდად, სიწყნარეში, სიმყუდროვეში. ახალ ქმედებებს და ვალდებულებებს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე.
მერწყული - დღე შეიძლება ქაოსური იყოს, ბევრი საქმე და ახალი ვალდებულებები გამოგიჩნდებათ. სწორად შეაფასეთ ეს ვალდებულებები. გააანალიზეთ რა გჭირდებათ კონკრეტულ მომენტში.
თევზები - საკმაოდ წარმატებული დღე გაქვთ. ყველაფერი მარტივად გამოგივათ. ყველაფერი თქვენს მხარესაა და თქვენს დახმარებას ცდილობს. უცნობი ადამიანები გამოგიწვდიან დახმარების ხელს.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...