რა გელოდება დღეს? - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას შეიტყობთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში ან პროფესიული საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ოჯახის წევრებს სასიხარულო სიურპრიზი მოუწყოთ. ეცადეთ დაუგეგმავ ფულის ხარჯვას მოერიდოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხებისა და ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი - ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ. ბევრ ტყუპს მოუწევს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არ მოსწონს. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იმოქმედოთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

ლომი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ - მათგან ძალიან ბევრს ელით ან ძალიან ცოტას იღებთ, მაგრამ შედეგით ყველა უკმაყოფილოა. საყვარელ ადამიანებთან პრობლემების მოგვარებას ძვირფასი საჩუქრებით ნუ ეცდებით - თქვენგან რაღაც ბევრად უფრო სერიოზულს ელიან. მიზანსწრაფულობა არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე გამარჯვებაში გეხმარებათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და კონკურენტები მხარდამჭერებად აქციოთ.ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

სასწორი

თავდაჯერება პოზიციების გამტკიცებაში დაგეხმარებათ. ნუ დანებდებით, თუნდაც მოვლენები თქვენთვის არასახარბიელოდ განვითარდეს. შეიძლება ფულთან ან ქონებასთან დაკავშირებით სირთულეები წარმოიშვას. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ. ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, ასევე საქმიანი მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.

მორიელი

ბევრი კითხვა და პრობლემა, რომლებიც ადრე გაწუხებდათ, მოულოდნელად ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენ წინაშე სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნას. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება და უნარი გაქვთ.

მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

მშვილდოსანი

ეს დღე უამრავ პრობლემას და ბუნდოვან სიტუაციას უკავშირდება, თუმცა სასიხარულო მოვლენა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამ დღეს მხოლოდ მშვიდი საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ შეეგუებით.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის, ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისა და ოჯახური წვეულებებისთვის. თქვენი პიროვნული თვისებები უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იქნება და რამდენი ხანს გაგრძელდება ის. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება და ხელფასის მომატება.

მერწყული

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ და ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ. სავარაუდოდ, ძალებს ახალ სფეროში მოსინჯავთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის - ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების განსახილველად. ზოგი თევზი კონკურენტებთან შეთანხმება შეძლებს. მენეჯმენტთან და ბიზნესპარტნიორებთან კონფლიქტიც წარსულს ჩაბარდა. ამ დღეს მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს. ამ დღეს დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ - უმჯობესია, სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695709751

სპორტი

საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...

Figuruli

1695652780

საზოგადოება

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი

ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...

ვატიკანი

1695625470

სპორტი

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...

Judo

1695588571

სპორტი

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...

Wrest

1695559593

სოციალური მედია

„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...

იმიტაცია