რა გელოდება დღეს? - 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შემოქმედებითი აღმაფრენა სრულიად მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე დაგატყდებათ თავს, როგორც ცუნამი. ის ყველა მიმდინარე საქმეს დაგავიწყებთ და სადღაც შორს გაგიტაცებთ. გამორიცხული არ არის, რომ მისმა სტუმრობამ ფასდაუდებელი მარგალიტი გაჩუქოთ.
კურო
ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.
ტყუპები
მთლიანობაში საინტერესო და პოზიტიური დღე გელით, თუმცა შესაძლებელია, რაღაც შეხვედრამ მკვეთრად შეცვალოს თქვენი გეგმები. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება - ზაფხულის ხანმოკლე წვიმას ყოველთვის მზის ამოსვლა მოჰყვება.
კირჩხიბი
თქვენს ცხოვრებაში სიახლის ნაკადი შემოიჭრება. შესაძლოა, ეს რაღაც ახალი, უჩვეულო გრძნობა იყოს. ფრთხილად, თავი არ დაკარგოთ. ამ გატაცების შედეგები თქვენს ბედზე ისე აისახება, როგორც წყალში ქვის ჩაგდების შემდეგ გაჩენილი წრეები.
ლომი
ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებთ და დასვენებისაც. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო სიურპრიზებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.
ქალწული
ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომლებიც თქვენს ბრაზს იწვევს. დილიდან თქვენს სულში ნელ-ნელა იჭიმება უხილავი ზამბარა. შესაძლოა, ეს ვერც თქვენ და ვერც სხვებმა ვერ შენიშნონ და როცა შენიშნავენ, უკვე გვიან იქნება. ბოლოს და ბოლოს, თუ ეს ზამბარა გაწყდა, ყველა დაზარალდება.
სასწორი
ეს დღე საკმაოდ წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები დილიდან დადებითად განგაწყობენ და თავდაჯერებას შეგმატებენ. დღის განმავლობაში ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შესანიშნავი შანსი მოგცეთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, თორემ ძალიან დიდხანს ინანებთ.
მორიელი
სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას გასეირნებაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობს ადამიანისგან, ვისთანაც მორიელი თავს კომფორტულად გრძნობს.
მშვილდოსანი
განტვირთვა და დასვენება გსურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს გამოგივიდეთ. როგორც კი დასასვენებლად მყუდრო ადგილზე, კომფორტულად მოეწყობით, გარემოებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შეეგუეთ, რომ ამ დღეს დასვენება არ გიწერიათ.
თხის რქა
ამ დღეს ბიზნესის ან კარიერის მიმართულებით სასიამოვნო სიურპრიზები და სიახლეები გელით. შეიძლება თქვენს სულში ძლიერმა ვნებამ იფეთქოს. ეს რომანი ხანმოკლეც რომ იყოს, თქვენს სულში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. შეიძლება გრძნობები ისე მოულოდნელად გეწვიოთ, რომ დიდხანს ვერ გააცნობიეროთ.
მერწყული
გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ჯობს ამ დღეს მერწყულის პროვოცირება არ მოახდინოთ! მისი სიბრაზე მოულოდნელი და ძლიერი იქნება. ერთი სიტყვით, გირჩევთ მერწყული არ გააბრაზოთ - ასე აჯობებს ყველასთვის!
თევზები
გირჩევთ, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს ბედთან კამათი და, მით უმეტეს, თქვენი გეგმის მიხედვით მოქმედების მცდელობა უაზრობაა. რა თქმა, რაღაცის დაგეგმვა შეგიძლიათ, თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ დღის განმავლობაში გეგმას რამდენჯერმე შეცვლით. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის განიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ მოულოდნელ სიტუაციებში.
1679846400
საინტერესო ამბებიგყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს
ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...
1679842800
სოციალური მედია"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...
1679839200
საინტერესო ამბებიVIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი
2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც 20 წლის ტყუპი და, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ. ტყუპები 20 წლ...
1679835600
ემიგრაცია"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან
ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...
1679829621
ახალი ამბებისროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო
სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...