რას მოიტანს 5 მაისის მთვარის დაბნელება - მორიელის უმაღლესი გამოვლინება ფენიქსია, რომელსაც შეუძლია ფერფლად იქცეს, შემდეგ კი ახლიდან დაიბადოს

✨მზად ხარ მორიელის ინტენსიური ენერგიისთვის, რომელსაც 5 მაისს მთვარის დაბნელება მოიტანს?
🌒 დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერმოქმედ მოვლენად ითვლება, რომელსაც ჩვენი სურვილის მიუხედავად, არაერთი ცვლილება მოაქვს. მოვლენები შესაძლოა, თავიდან საკმაოდ მტკივნეულად გვეჩვენოს, ვინაიდან დიდი ემოციის ფონზე იმ თემებთან გვიწევს პირისპირ შეჯახება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვარიდებდით თავს (ან არც ვიცოდით ქვედინებების შესახებ); თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად დავრწმუნდებით ამ ყველაფრის საჭიროებაში. მთვარის დაბნელება პირდაპირ კავშირშია სიმწიფესთან და გათავისუფლება-გაშვებებთან და რაც უფრო ცნობიერი გონებით მივუდგებით ამ პროცესს, მით უფრო სასარგებლო შედეგებამდე მივალთ.
🔸 რა არის ის, რაც აღარ ემსახურება ჩემს ბედნიერებას?
🔸 რისგან გათავისუფლება შექმნის ჩემი უკეთესი მომავლის წინაპირობას?
☝️ ეს ის კითხვებია, რომელზეც აუცილებლად გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ.
♏ მთვარის დაბნელების თემებთან საკმაოდ ახლოსაა თავად მორიელის განწყობაც - გათავისუფლდეს ყველაფერი ზედმეტისგან. ხომ გახსოვს, მორიელის უმაღლესი გამოვლინება ფენიქსია, რომელსაც შეუძლია ფერფლად იქცეს, შემდეგ კი ახლიდან დაიბადოს. ზედმეტისგან გათავისუფლებაში არ იგულისხმება მხოლოდ გარე ფაქტორები. მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, სულიერი და ემოციური ნიშანია, რომელსაც ბრწყინვალე უნარი აქვს ღრმად ჩაძვრეს ტვინის ნაოჭებში და ზუსტად და სწორად მიაგნოს როგორც საკუთარი კრიზისების მიზეზებს, ასევე სამყაროს მოწყობის საიდუმლოებებს. არც თუ ისე იშვიათად, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების დროს არჩევანს ჩვენი შიშები განაპირობებს. შიში - უარყოფის, წარუმატებლობის, გულის ტკენის, სისუსტის და ა.შ. და სწორედ ამის გამო ვამბობთ უარს იმაზე, რაც შესაძლოა, საუკეთესო რამ იყოს მომავალი ბედნიერებისთვის. გამოვიყენოთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ ჩავხედოთ შიშებს თვალებში, გამოვიჩინოთ სათანადო ძალა მათთან სამუშაოდ და მივაღწიოთ იმ გაცნობიერების წერტილს, სადაც არის სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ის ჰარმონია, რომელსაც საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის.
⚡ ეს დაბნელება პირდაპირ კავშირშია ურანთან, რამაც შესაძლოა, მოვლენები სრულიად მოულოდნელი სცენარით განავითაროს. მთავარია, სიმშვიდე და წონასწორობა შევინარჩუნოთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების ნაცვლად, დრო ისევ რეფლექსიას, ანალიზსა და შეფასებებს დავუთმოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მერკური ჯერ ისევ უკუმოძრავია, ამიტომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ჯობია, მოქმედებამდე კარგად დავფიქრდეთ. ცვლილებები მივიღოთ, მაგრამ დინჯად. ამავე დროს გავიაზროთ მათი როლი და მიზანი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით.
🔹 მთვარის დაბნელება და მისი შემდგომი პერიოდი ბრწყინვალე დროა დეტოქსისთვის. მზე კუროში ფიზიკურ სხეულს, საკვებს, ყოველდღიურ ჩვევებს უკავშირდება, მორიელი კი ემოციურ, ფსიქიკურ, სულიერ მხარეებს.
🔸რამეზე უარის თქმა ხომ არ დამეხმარება უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის მიღწევაში? რა მჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოვხატო ზრუნვა და სიყვარული საკუთარი ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის მიმართ? ამ კითხვებზე პასუხიც არ იქნება ურიგო.
👉 დაბნელება ყველა ჩვენგანზე მეტ-ნაკლებად მოახდენს გავლენას, თუმცა თუ შენს რუკაში პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) 10-20 გრადუსებს შორისაა, სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობ მის გავლენას. ასევე მნიშვნელოვანია, რუკის რომელ სახლებში აღმოჩნდება კუროსა და მორიელის მე-15 გრადუსი - სწორედ იმ სახლების შესაბამის თემებს გაააქტიურებს მთვარის დაბნელება.
✅პირადი რუკის ანალიზისა და პერსონალური კონსულტაციისთვის მომწერე შეტყობინება📨
მშვიდობიან და წარმატებულ დღეებს გისურვებთ!🙏
ავტორი: დავით ნიბლაძე
1701781315
ემიგრაციაიტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...
1701690168
საზოგადოება2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება
ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...
1701688274
საზოგადოებამიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)
Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...
1701682671
ემიგრაციაემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს
ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...
1701680677
საქართველობათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...