“არავის აინტერესებს ვისი შვილი ხარ, ან საიდან მოდიხარ, ვინც შრომობს, ყველას უფასდება” - თეა მაღრაძე, ქართველი ექიმი იტალიაში

წარმატებული ქართველი ემიგრაციაში - ეს არის სიტყვათა შეთანხმება, რომელიც როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ქართველს გულს სიამაყით და სითბოთი უვსებს.

თუ რა წარმოუდგენელი შრომის და მონდომების ფასად უჯდება ემიგრანტს მიაღწიოს წარმატებას ემიგრაციაში, იმუშაოს საკუთარი პროფესიით და აღიაროს მიმღებმა ქვეყანამ, ალბათ ყველაზე უკეთ მაინც ისინი მიხვდებიან, ვისაც ემიგრაცია გამოუცდია. ემიგრანტული ცხოვრების პარალელურად არაერთი გათენებული ღამე, თავისუფალ დროზე და გართობაზე უარი, ენობრივი ბარიერის გადალახვა, ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენი ინტერვიუს გმირს, იტალიაში მოღვაწე ქართველ ფიზიატრს, თეა მაღრაძეს მოუწია.

თეა წარმოშობით ქუთაისიდანაა, თუმცა უკვე 14 წელია იტალიაში, ტოსკანაში ცხოვრობს. საქართველოში წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მისი დამთავრების შემდეგ, სწავლა რეზიდენტურაში განაგრძო. ამჟამად, იტალიაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, ექიმის პროფესიით მუშაობს და მალე საკუთარი კლინიკის გახსნისთვის ემზადება.

- თეა, როდის მიიღეთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება, როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ამ ნაბიჯს და რატომ შეაჩერეთ არჩევანი იტალიაზე?

- ემიგრაციაში წასვლა 2008 წელს გადავწყვიტე. უფრო სწორად, ერთი წელი ვფიქრობდი და 2008 წელს მოვიყვანე სისრულეში. ოჯახისთვის ადვილი არ ყოფილა, თუმცა, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. სულ ვოცნებობდი იტალიის ნახვას, მისი მდიდარი კულტურის და ისტორიის გამო. თან მენტალურად ჩვენთან ახლოს არიან და ალბათ ეს გახდა გადამწყვეტი.

- რამდენად მალე მოახერხეთ იტალიაში ინტეგრირება და ადგილობრივ ქართველ ემიგრანტებთან თუ გაქვთ ურთიერთობა? რამდენად ეთანხმებით ფრაზას - „უცხოეთში ქართველს უნდა ერიდო“?

- თავიდან ძალიან გამიჭირდა, ენის არ ცოდნის გამო… აღნიშნულ ფრაზას ვერ დავეთანხმები, საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, მყავს მეგობრები, რომელთა გარეშეც, ძალიან გამიჭირდებოდა აქ ცხოვრება. ისინი ჩემი იმედი არიან ამ უცხო მიწაზე.

- იტალიაში სად მიიღეთ განათლება, რამდენად რთული იყო სწავლის პროცესი და როგორ შეადარებდით საქართველოს იტალიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სისტემას?

- იტალიაში დავამთავრე ფლორენციის სამედიცინო უნივერსიტეტი. აქ რადიკალურად განსხვავებული სწავლის სისტემაა. გულწრფელად გეტყვით, თავიდან ძალიან გამიჭირდა. დილის რვა საათზე უკვე კლინიკაში ვიყავი ხოლმე, საღამოს ექვს საათამდე. მერე სახლამდე კიდევ თითქმის ერთი საათი მჭირდებოდა. სახლში დაბრუნებულს, 4-5 საათი კიდევ წიგნებთან მიწევდა ჯდომა და დილით ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

როგორც უკვე გითხარით აქ სხვა სისტემა დამხვდა. ჩვენთან, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, პრიორიტეტი თეორია იყო, აქ თეორიას ნაკლები საათები ეთმობა. ეს თავიდან ერთგვარ შიშსაც იწვევდა. რამდენჯერმე პროფესორთან ერთად გაჩვენებენ პროცესს და მერე ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ. განსაკუთრებით მე-5 და მე-6 კურსები აღმოჩნდა რთული. აქ თითქმის უკვე ექიმი ხარ. დილით შედიხარ განყოფილებაში, იღებ დავალებებს და დღის ბოლოს განყოფილების გამგეს მოახსენებ. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რაც ძალიან მოსაწონია ამათი სისტემის. უკვე ბოლო კურსზე მთელი წელი განაწილებენ იმ განყოფილებაში, რა სპეციალობასაც ირჩევ და თან პარალელურად მუშაობ სადიპლომოზე.

- იტალიაში უცხოელისთვის არც ისე მარტივია თავის დამკვიდრება და საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა. როგორ შეძელით ეს, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება?

- მართალია ძალიან ძნელია, მაგრამ აქ მერიტოკრატიაა. არავის აინტერესებს ვისი შვილი ხარ, ან საიდან მოდიხარ, ვინც შრომობს, ყველას უფასდება, აბსოლუტურად ყველას. ძალიან რთული იმიტომ არის, რომ უამრავი შრომა გიწევს, ჩვენ, უცხოელებს, სამჯერ მეტი.

- გვიამბეთ აქაური საქმიანობის, თქვენი პროფესიის და ახლა უკვე ახალი კლინიკის შესახებ.

- ვმუშაობ კლინიკაში სადაც მკვლევარი ვარ, თუმცა სექტემბრიდან სრული დატვირთვით ვიქნები ჩემს კლინიკაში. ფლორენციელ რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვმუშაობ პროექტზე და იმედია მალე  მოვიყვან სისრულეში. Studio del dolore-ში იქნება ოზონოთერაპია, ასევე ფიზიოთერაპია, ხერხემალზე მანიპულაციები, ჰომეოპათია და ქირურგიული ესთეტიკა.

- რამდენად რთულია ბიუროკრატიის ფონზე, საკუთარი ბიზნესის კეთება იტალიაში?

- ვინც იტალიაში ცხოვრობს, კარგად იცის აქაური ბიუროკრატია, მაგრამ ყველაფერი დროის ამბავია, თორემ შეუძლებელი არაფერია.

- საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით იმ ქართველებს, ვისაც იტალიაში პროფესიის შეძენა და შემდეგ ამ პროფესიით დასაქმება სურთ?

- მე პირადად ძალიან  დიდი პრაქტიკა მომცა ევროპულმა ინსტიტუტმა. კონგრესებზე ხშირად მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება. მქონდა ბედნიერება გამეცნო არაერთი სახელგანთქმული პროფესორი. ვურჩევდი ბევრ შრომას, დანარჩენი შემდეგ თავისით მოვა.

- საქართველოსთან რამდენად გაქვთ შენარჩუნებული კავშირი, რა გენატრებათ ყველაზე მეტად ქართული და რით ინაზღაურებთ ამ დანაკლისს?

- საქართველოში ყოველ წელს ჩავდივარ. ჩემს ქვეყანასთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. ქართული ყველაფერი მენატრება, თითქოს იქ ყველაფერი სხვანაირია. ყოველი კუთხე და კუნჭული ჩემთვის ძვირფასია.

სამომავლოდ, საქართველოშიც ვგეგმავ კლინიკის გახსნას, სადაც დავნერგავ იგივე თერაპიებს რომლებსაც აქ ვატარებთ. ესეც დროის ამბავია, ვმუშაობ ამ საკითხზე.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

იტალია, ფლორენცია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი