ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მხატვართან და მწერალთან, ეკავი კორულთან - shadows of me
ხატვა არ ისწავლება, ხატვა ფერადი ემოციაა, ან შეგიძლია ამის გამოვლინება ან ამას მხოლოდ სწავლით ვერ შეძლებ. სწავლით სხვის ფერებს დახატავ, ხატვა მითითება არაა, არც არქიტექტურა, რომ ხაზებს მნიშვნელობა ჰქონდეს - ამბობს ჩვენთან საუბარში მხატვარი ეკავი კორული (ეკავი ჰეკატე კორული).
ეკავი კორული 1981 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმში დაიბადა. როგორც ეკავი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სახელი ეკავი ფილოლოგმა ბებიამ დაარქვა. იმ დროს ეს სახელი არ არსებობდა, ბებია ფილოლოგი იყო და ისტორიიდან იცოდა ეს სახელი. - გვიყევება ეკავი.
სკოლის პერიოდი რთული იყო, რადგან უცნაური ბავშვი ვიყავი და ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. დავიბადე დისლექსიით, მაგრამ ნახეთ რა ხდება, ჩემმა ნაკლმა მომანდომა რომ გავხდე უფრო მეტი და ვიყო წარმატებული.
- არსებობს მოსაზრება, რომ მხატვარმა აუცილებლად "სამხატვრო აკადემია" უნდა დაამთავროს, ეს ბევრს თავდაჯერებულობას უკარგავს, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
კლიშე, პროლოგი არ მახასიათებს, ამიტომ არ ვიცი ეს რამდენად საინტერესოა სხვებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ისიც არ ვიცი თუ სხვა მხატვრებზე დაკვირვებამ მასწავლა, თუ იმან რომ ბევრი კილომეტრები გაიარა ჩემმა ფუნჯებმა.
ბავშვობა პირველი ნაბიჯები
მახსოვს რომ ფურცლებით დავრბოდი და ვითხოვდი რამე დაეხატათ ჩემთვის. მგელი, დათვი ან სასაცილო ყვავილი, ოჯახში არავის უნდოდა ხელოვნებას გავყოლოდი, მაგრამ მაინც ეს გზა ავირჩიე. ისიც არ ვიცი ეს გზა რატომ ავირჩიე, რისი იმედი მქონდა, მაგრამ გამოცდების გარეშე მიმიღეს, რადგან მითხრეს სტილი გაქვსო, იმ დროს არ ვიცოდი რომ ხატვას წოდებები ჰქონდა, მე მეგონა რომ უბრალოდ ეს ვიყავი, - მოძრავი ფერები, რომელიც მინდოდა რეალურად დამენახა.
პროფესიონალური ხატვა
არ ვიცი რა არის პროფესიონალური ხატვა, მე უბრალოდ ვქმნი, ვშობ შვილებივით, მჭირდება ვხედავდე, ვეტრფობოდე მათ, ამიტომ არ ვყიდი ისინი მხოლოდ მე მეკუთვნიან. არ ვიცი ხატვა თუ ისწავლება, მახსოვს შენიშვნებს რომ მაძლევდა მასწავლებელი არ მომწონდა, მე მას როგორც მტერს ისე აღვიქვამდი, იგი მე მართმევდა ჩემს არეტის და უნდოდა მისი ნაწილი, მისი ხედვა და ხატვა ჩემში გაგრძელებულიყო როგორც ყველა მოსწავლეში. ხატვა არ ვიცი ისწავლება თუ მაგ ქარიზმით იბადები, ხატვა არ არის არქიტექტურა რომ ხაზები, ჩრდილები გაითვალისწინო, ისიც არ ვიცი თუ მხატვარი ვარ მაგრამ, ვიცი რომ ეს დასრულდება როდესაც მე წავალ ამ ქვეყნიდან.
- როგორი უნდა იყოს გარემო როდესაც ხატავთ?
არ ვიცი ხატვა გარემოზეა თუ შინაგან განწყობაზე, შემიძლია ყველგან დავხატო როდესაც მიყვარს, როდესაც სხვა ადამიანში ვხედავ ჩემს ნაწილს, როდესაც მავსებს კონკრეტული ადამიანი მაშინ იბადება ჩემში ყველაფერი, ახალი ფერები ახალი იდეები.
- რას გადმოსცემთ ნახატებით, რა ჟანრია?
ჟანრი რომ ვუწოდო ესე იგი დასასრულიც აქვს როგორც ფილმს, ჩემს ნახატებს არ აქვს დასასრული, რადგან სად იწყება სურეალიზმი და სად რეალიზმი ჯერ კიდე გასარკვევია, მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემს ნახატებს და ვინჩის სიღრმე აქვს და სანდრო ბოტიჩელის სინაზე.
- ხატვა როგორც შემოსავლის წყარო
ნახატებს არ ვყიდი არცერთ ფასად, პროფესიით მწერალი ვარ, ჩემი საქმე ეს არის, მგონი უინტერესოა მკითხველისთვის რომ ვთქვა მიჭირს თუ არა, ყველაფერი ხომ შედარებითია.
პერსონალური გამოფენა
2 წლის წინ მქონდა ბათუმის მუზეუმში, მიუხედავად რომ უცხოეთში გავიზარდე და იქ შემეძლო, პირველი გამოფენა თუ გამოჩენა, ჩემს ქალაქში მინდოდა სადაც დავიბადე. ფესვები არასდროს მეორდებიან ხომ იცით. მეორე რიგით გამოფენა მექნება ივნისში თბილისში, ჩემ საოცნებო გალერეაში. ჯერ სანამდე დავიწყებდი ხატვას, iart gallery-ში მოვხვდი როგორც სტუმარი, არაფერი მითქვამს არც ნახატებზე, არც გარემოზე, მხოლოდ ვისურვე ოდესმე ჩემი გამოფენა მინდა იყოს აქ, ასრულდა კიდეც! ოცნება ხომ იგივე ლოცვაა, რომელიც აუცილებლად ახდება.
საყვარელი მხატვარი
სანდრო ბოტიჩელი, ვიტყვი ბევრი მიზეზიდან მხოლოდ ერთს და მთავარს რომ თავისი ნახატები ნახატს ჰგავდა.
და ბოლოს გეგმები
გეგმები არ მაქვს, გეგმა ხომ ვარაუდია და ამის გათვლით არც სიხარულის და არც მწუხარების გრძნობა არ მექნება.
სტატიის ავტორი, რობიკო ლაღიძე
1737470958
მსოფლიობარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში მოხდა, სადაც ქ...
1737468665
სპორტიმერაბ დვალიშვილი UFC-ს P4P რეიტინგში დაწინაურდა
კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა. UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გ...
1737466454
ახალი ამბებინუნუშა ვასაძე დოიაშვილს: მთელმა ქალაქმა გაიგო, რომ გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებს არიგებ, ფრთხილად იყავი, „ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვის“ მუხლი არ გაიჩალიჩო
ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თაობაზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დოიაშვილი გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებ...
1737465434
მსოფლიორობერტ ფიცო - რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს
სლოვაკეთის პარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართა ქვეყნის-პრემიერ მინისტრმა, სადაც მიმდინარეობს დებატები ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე. ფიცოს თქმით, ლიბერალები ყოველთვის ცდილობენ თავიან...
1737464719
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8452 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...