"რატომ არ აქვს ტურისტულად პოპულარულ ზემო სვანეთს, ერთი რეანიმობილიც კი?" - ვიკა ფილფანის ისტორია, რომელსაც ურთულესი მოტეხილობებით კლინიკამდე 500 კილომეტრის გავლა, მეგობრის მანქანით მოუწია

29 ივლისს გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ქვეყანაში და მით უმეტეს, ტურისტულ რეგიონებში, არაერთი გადაუდებელი სერვისის საჭიროებაა, მათ შორის ექსტრემალური სპორტის კვალიფიციური კადრების, უსაფრთხოების გამართული ინფრასტრუქტურის თუ სხვა...

დღეს "ექსკლუზივ ტვ" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მესტიის მკვიდრ ვიკა ფილფანთან, რომელიც საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდაა და იგი განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ სვანეთში დაბრუნდა.

მკითხველს ალბათ დააინტერესებს, თუ რა კავშირშია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა მესტიასა და კონკრეტულად ვიკასთან? - ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობით აქტიურადაა დაკავებული ცოტა ხსნის წინ, კლდეზე ცოცვისას, სიმაღლიდან ჩამოვარდა.

საბედნიეროდ მოხერხდა მისი გადარჩენა.

ვიკა საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით გვიამბობს, იმ პრობლემებზე, რომელიც 21-ე საუკუნეში, საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან წარმატებულ ტურისტულ ზონას, ზემო სვანეთს დღემდე აწუხებს - მით უმეტეს, იქ, სადაც არაერთი ექსტრემალური სპორტია განვითარებული, თუმცა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გაუმართავია და ზოგ შემთხვევაში არც კი არსებობს. 

1. ვიკა მოგესალმებით, პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ?

- მოგესალმებით, დავიწყებ იმით, რომ კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე ასეთ ჭრილში საუბრისგან თავს ვიკავებდი, როგორც იცით თუ ვინმე რამე პრობლემაზე იწყებს ლაპარაკს ან პროვოკატორის სახელი ეკერება ან კონკრეტული ადამიანების მტრის, გარდა ამისა ჩემზე მძიმედ მყოფი ადამიანებიც ყოფილან აქამდე ამ პრობლემის წინაშე და სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება შემთხვევები, სწორედ ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ვისაუბრო თქვენთან ამაზე, რადგან აღარავის მოუწიოს იგივე, რადგან კონკრეტული ადამიანების  მტრობაზე და სახელის მოკერებებზე მნიშვნელოვანზე გადის საქმე... რადგან ადამიანის სიცოცხლე არის უმნიშვნელოვანესი... 

მე ვარ ვიკა ფილფანი, დავიბადე და გავიზარდე სვანეთში, სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღე იურიდიული განათლება, წლებია ვმუშაობ ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების მიმართულებით. სხვადასხვა სასწავლო თუ სამსახურებრივი გამოცდილება მაქვს მიღებული რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ასევე მივყვები რამდენიმე ექსტრემალური სპორტის სახეობას როგორიცაა - ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, პარაგლაიდინგი, სნოუბორდით სრიალი, ცხენოსნობა და ა.შ.

10 წლის შემდეგ, გასულ შემოდგომას დავბრუნდი სვანეთში საცხოვრებლად, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და წვლილი შემეტანა ადგილობრივ დონეზე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.

ამ ეტაპზე სვანეთში ვარ ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორი რომელიც მოიაზრებს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობისა და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას.

2. ვიკა, როგორც ვიცი, ძალიან რთულ რეაბილიტაციის კურსს გადიხართ ამჟამადაც, რა შეგემთხვათ, თქვენი ისტორია რომ მოგვიყვე?

- დიახ, 29 მაისს მესტიაში, ჭალაადის კლდეზე ცოცვისას, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ფეხზე მივიღე მრავლობითი რთული მოტეხილობა, ასევე დაზიანებული მქონდა მარჯვენა ნეკნები. შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილმა გადამიყვანა მესტიის საავადმყოფოში, სადაც რენტგენი გადამიღეს  და მირჩიეს დაუყოვნებლივ თბილისში წასვლა, რადგან ფეხი სასწრაფოდ საჭიროებდა რთულ ქირურგიულ ჩარევას.

მოტეხილობის გარდა მქონდა ღია ჭრილობა, რომელიც ადგილზევე გამიკერეს, მოტეხილობაზე დამადეს თაბაშირი და გამიკეთეს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რათა თბილისამდე გამეძლო.  

როგორც იცით ასეთ დროს მსგავსი დაზიანებებით ადამიანი გადაჰყავს რეანიმობილს, სამწუხაროდ სვანეთში არ გვყავს რეანიმობილი, ამიტომ უნდა წამოსულიყო ზუგდიდიდან და გადამიყვანდა მხოლოდ ზუგდიდამდე, რასაც სულ მცირე 12 საათი სჭირდებოდა, რაც ჩემი დაზიანებისთვის ძალიან დიდი დრო და ფაქტობრივად დაკარგული შანსი იყო, აქედან გამომდინარე დამაწვინეს ჩემი მეგობრის მანქანის უკანა სავარძლებზე და ასე გადამიყვანეს თბილისში, სადაც უკვე გამთენიისას ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ჩამიტარდა ოპერაცია.

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ნორმალურად, ვიმყოფები თბილისში, გადავადგილდები ჯოხის საშუალებით და ყოველ დღე გავდივარ ინტენსიურ რეაბილიტაციას, რათა რამდენიმე თვეში შევძლო გამართულად სიარული.

3. ტურისტულ ზონაში ცხოვრობთ და საინტერესოა, რამდენად არის ინფრასტუქტურა უსაფრთხო და მოწესრიგებული ზემო სვანეთში?

- სვანეთი არის მაღალმთიანი ტურისტული რეგიონი, სადაც არის არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლება ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს გაცილებით საზიანოა სვანეთის მსგავს რეგიონისთვის, რომელიც 500 კილომეტრით არის დაშორებული დედაქალაქიდან.

სვანეთში ტურისტების რაოდენობა ზამთარ-ზაფხულ საკმაოდ მაღალია, ზაფხულში ჩამოსული დამსვენებლის დიდი ნაწილი არის მოლაშქრე და მთამსვლელი, ასევე ბაიკერები და პარაგლაიდერები, ზამთარში ჩამოსული დამსვენებლის უმეტესობა კი სათხილამურო კურორტზე სასრიალოდ, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაკავებული ამავე მიმდინარეობებით.

მოგეხსენებათ ყველა ზემოთ აღნიშნული შეიცავს ფიზიკური ტრავმების საშიშროებას და წლის განმავლობაში საფეხმავლო მარშრუტზე თუ სრიალის დაშავებულთა დროს არაერთი შემთხვევა გვაქვს, ბევრ მათგანს დასჭირვებია რეანიმობილით სასწრაფოდ გადაყვანა, რადგან ადგილობრივ კლინიკაში არ არის შესაბამისი აღჭურვილობა ადგილზე ჩატარდეს  საჭირო ჩარევები, ექიმები ფაქტობრივად იბრძვიან ცარიელი ხელებით გმირულად, რისთვისაც მათთვის უამრავი მადლობაც არ იქნება საკმარისი.

3. როდესაც, მიმდინარეობდა ზემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის განვითარების დაგეგმარება, თუ მიიღო ამაში ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა და გაითვალისწინეს მათი საჭიროებები?

- დაგეგმარების პროცესსა და მასში მოსახლეობის მონაწილეობაზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა ფაქტია, რომ ყოველწლიურად ვეჯახებით ერთი და იმავე პრობლემებს და რეალურად არაფერი იცვლება. ყოველწლიურად გვაქვს უამრავი შემთხვევა ადგილობრივი თუ ჩამოსული დამსვენებლის მძიმე დაზიანებების ან მძიმე ავადობისა, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის დახმარებას.

გარდა ამისა, სვანეთში ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ხშირი იყო ხანძრები ტყეებში და ხანძრის მოსახლეობამდე მისვლის საშიშროება, ამ შემთხვევაშიც რეაგირება ყოველ ჯერზე იყო დაგვიანებული, აქაც ადგილობრივი მეხანძრეები წვალობდნენ უშედეგოდ, იშვიათ შემთხვევაში ვერტმფრენის დახმარებით ქრებოდა ან წვიმა აქრობდა ხანძარს რამდენიმე დღეში. თუმცა, დღეს რომ იგივე მოხდეს ისევ ბედის ანაბარა მოუწევს ყოფნა ადამიანსაც და ბუნებასაც.

4. რა არის დღეს ზემო სვანეთის მცხოვრებლების გადაუდებელი  საჭიროება?

- სვანეთში ძალიან ბევრი გადაუდებელი საჭიროება არსებობს, თუმცა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელია ამ ეტაპზე გამოეყოს სვანეთს რეანიმობილი და დაიწყოს ადგილობრივი კლინიკის აღჭურვა, ექიმებსა და ექთნებს შეექმნათ ადამიანური პირობები, რათა არ გაუჩნდეთ სვანეთის დატოვების სურვილი.

ასევე აუცილებელია ისეთ მაღალმთიან რეგიონს, სადაც არსებობს სამთო-სათხილამურო კურორტი, განვითარებულია ალპინიზმი და სხვა ექსტრემალური მიმართულებები, აუცილებელია ჰყავდეს ვერტმფრენი, თუმცა ამაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია.

ასევე არის ტურისტულად მოთხოვნადი ადგილები, სადაც ტელეფონი დღემდე არ იჭერს, არ არის საუბარი შორეულ მთებზე, მესტიასთან საკმაოდ ახლოს ხეობებში საჭიროების შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელია დაშავებულ ან დაკარგულ ტურისტთან კონტაქტზე გასვლა.

5. თუ მიგიმართავთ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დასახმარებლად და რა პასუხი მიგიღიათ?

- სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე ტურისტულ სფეროში დასაქმებულ პირებს არაერთხელ წამოუწევიათ რეანიმობილის არსებობის საჭიროება, არაერთხელ ყოფილა მოთხოვნა, რომ სვანეთს გამოეყოს ერთი რეანიმობილი და არ მოუწიოს სიკვდილის ზღვარზე მყოფ ადამიანს 6 საათი რეანიმობილის ლოდინი.

სულ რომ არავის მიემართა ამ საკითხზე თავი უნდა დაიბრმავო, რომ ვერ დაინახო მისი საჭიროება, რაც პანდემიის განმავლობაშიც კარგად გამოჩნდა, რადგან ყოველ მეორე დღეს ფილტვის მძიმე დაზიანებებით გადაჰყავდათ ადამიანები მესტიიდან ზუგდიდში.

6. გუდაურში მომხდარ ტრაგედისთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ მინიმუმამდე დავიდეს მოსალოდნელი საფრთხეები?

- ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებ ცხრავე დაღუპულის ოჯახს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ყველა ექსტრემალურ სპორტს თან ახლავს გარკვეული რისკები, თუმცა როდესაც ექსტრემალური სპორტი გადადის ტურისტულ მომსახურებაში აუცილებელია გარკვეული რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა დარეგულირდეს შესაბამის ასოციაციებთან და ფედერაციებთან ერთად.

ეს არ ეხება მხოლოდ პარაგლაიდინგს, ეხება ასევე საფეხმავლო, საჯომარდო, სამთო და სხვა მიმართულებებს.

7. უშუალოდ, მესტიაში, არაერთ ტურისტთან გაქვთ და გქონიათ ურთიერთობა, როგორია მათი შეფასება,  გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით?

- რა საკვირველია საკმაოდ ბევრჯერ ყოფილა უკმაყოფილება ტურისტების მხრიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ არსებობის გამო, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობას მათაც უწევთ საათობით ელოდონ რეანიმობილს ან საკუთარი ძალებით წავიდნენ უახლოეს მაღალი სტანდარტების კლინიკაში, რაც რა საკვირველია ყოველთვის ვერ იქნება უსაფრთხო, რადგან თავისა და შინაგანი ორგანოების დაზიანების შემთხვევაში ყოველი წამი არის გადამწყვეტი.

სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ ტურისტულ ფორუმზეც დაიწერა უარყოფითი კომენტარები საქართველოსა და სვანეთის შესახებ", - ამბობს ვიკა "ექსკლუზივ ტვ"-სთან ინტერვიუში.

"ექსკლუზივ ტვ"-ი, მესტიის საავადმყოფოს ამბულატორიული გაერთიანების დირექტორს თეზო ჩართოლანს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ რეგიონში რეანიმობილის არ არსებობა, შესაბამისი კადრების დეფიციტს უკავშირდება.

თეზო ჩართოლანი:

- მესტიას ნამდვილად სჭირდება რეანიმობილი და ჩვენ ამ საკითხზე მერთან ერთად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე  წარმატებით მუშაობს დიალიზის პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით დაინერგა და განხორციელდა. იგეგმება ძალიან მალე, რომ საავადმყოფოს გადაეცეს "კატეს" (CT კომპიუტერული ტომოგრაფიის) აპარატი. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ წარმატებულ რეანიმატოლოგს აქვს სურვილი მესტიაში ამოსვლის და აქ მუშაობის.

რადგან კადრების დეფიციტია, შესაბამისად რეანიმობილით მუშაობა არ გამოდის, ამიტომ ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები და ვნახოთ, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში გვეყოლება რეანიმატოლოგი და ცხადია მას შემდეგ რეანიმობილიც იქნება, რადგან მსგავს ტექნიკას, თუ სატრანსპორტო აღჭურვილობას, შესაბამისი გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალი და კვალიფიციური კადრი სჭირდება",- უთხრა "ექსკლუზივ ტვ"-ს თეზო ჩართოლანმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, უახლოესი რეანიმობილი, რომელიც მესტიაში საჭიროების შემთხვევაში 4 საათში შეძლებს ასვლას, ზუგდიდში არის განთავსებული.

სტატია სპეციალურად "ექსკლუზივ ტვ"-სთვის სოფიო კაკაჩიამ მოამზადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734760568

მსოფლიო

გერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...

საახალწლო ბაზრობაზე

1734725129

ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1734720482

ჰოროსკოპი

„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

ეზოტერიკოსი

1734719150

საზოგადოება

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734716701

სოციალური მედია

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...

ნანუკა გოგიჩაიშვილი