10-მდე დაშავებული პოლიციელი, დაზიანებული მანქანები და ვიტრინები, აღმოჩენილი იარაღი - რა მოხდა ნეაპოლში?

იტალიის ქალაქ ნეაპოლში, გუშინ, 15 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მატჩმა ნაპოლისა და აინტრახტს შორის, დაძაბულობისა და ინციდენტების ფონზე ჩაიარა. გერმანელმა გულშემატკივრებმა, რომელთაც მატჩზე დასწრება აკრძალული ჰქონდათ, ქალაქში მაინც შეაღწიეს და არეულობა გამოიწვიეს.
ნაპოლისა და აინტრახტის გულშემატკივართა რადიკალურ ჯგუფებს შორის დაძაბულობა ურთიერთობა ახალი დაწყებული არ არის. სწორედ ამიტომ, ნეაპოლის პრეფექტის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიანტენდოსის გადაწყვეტილებით, აინტრახტის გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება აეკრძალათ, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნა დაიკეტა. ისევე როგორც ეს მოხდა ატალანტასთან მატჩის შემთხვევაში, სადაც არც ატალანტას გუნდის გულშემატკივრები დაუშვეს მატჩზე. აინტახტის ფანების მხრიდან გუშინდელი გამოსვლები, ერთგვარად ატალანტას ფანების სოლიდარობაც იყო, რადგან ისინი 1999 წლიდან არიან დაძმობილებულნი, ხოლო ნაპოლი მეორე გერმანულ გუნდთან, აინტრახტის კონკურენტ დორტმუნდთან არის დაძმობილებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ნეაპოლში, 600-მდე გერმანელი იმყოფებოდა. მთავარი დაპირისპირება ესპანური უბნების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრალური, პლებიშიტოს მოედნია მიმართულებით მოხდა, როდესაც აგრესიულად განწყობილი გერმანელების შეჩერება პოლიციამ სცადა. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა მოინდომეს.
ინციდენტისას დაშავდა 10-მდე პოლიციელი, ცეცხლი გაუჩნდა პოლიციის მანქანას, დაზიანდა მაღაზიების ვიტრინები. თუმცა, პოლიციამ მოახერხა ის, რომ გერმანელები სტადიონამდე არ მიეშვა, სადაც დაპირისპირებას ორი გუნდის რადიკალ გულშემატკივრებს შორის, შესაძლოა მართლაც მძიმე ხასიათი მიეღო, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შეტაკების ადგილიდან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც კი ამოიღო.
პოლიციამ მოახერხა, მათი სასტუმრომდე მიყვანა და იქ გაჩერება, სანამ ნეაპოლს დაატოვებინებდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელი ფანების მხრიდანაც ჰქონდა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის და გერმანელებთან კონფლიქტის მცდელობას ადგილი. მოგვიანებით, პოლიციამ ამ ტერიტორიაზე მოლოტოვის სამი ბოთლიც აღმოაჩინა, მაგრამ საბედნიეროდ ვითარება არ გამწვავებულა. გამთენიისას გერმანელი გულშემატკივრები ავტობუსებით გაიყვანეს რომისა და სალერნოს მიმართულებით, საიდანაც მათ გერმანიაში დააბრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრა ანგარიშით 3-0 დასრულდა ნაპოლის სასარგებლოდ და "აძურები" პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან.
ნინა მამუკაძე
სპეციალურად იტალიიდან
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ვიდეორეპორტაჟი დიეგო არმანდო მარადონას სტადიონიდან - Reportage dallo stadio Maradona
🔵 “მინდა ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს” - ნეაპოლელი გულშემატკივარი
1679846400
საინტერესო ამბებიგყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს
ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...
1679842800
სოციალური მედია"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...
1679839200
საინტერესო ამბებიVIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი
2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც 20 წლის ტყუპი და, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ. ტყუპები 20 წლ...
1679835600
ემიგრაცია"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან
ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...
1679829621
ახალი ამბებისროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო
სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...