ფლორენციაში, მწერალ ჯაბა ქვლივიძესთან შეხვედრა გაიმართა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, კვირას, 19 მარტს მწერალ ჯაბა ქვლივიძესთან შეხვედრა და  საბავშვო წიგნის "მეგობრების" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ სამრევლოსთან არსებულ საკვირაო სკოლის დარბაზში შედგა, სადაც მწერალმა საკუთარი შემოქმედება გააცნო
დამსწრე საზოგადოებას. საღამოს დასასრულს, რომლის ორგანიზატორიც ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნინა სიბოშვილი გახლავთ, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი. 

ჯაბა ქვლივიძე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ანდრიას, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს რეზო ჭეიშვილს და ღონისძიების ორგანიზატორს ნინო სიბოშვილს, ამ ლამაზი და თბილი საღამოსთვის, საჩუქრებისთვის. 
საქართველოში ვბრუნდები დადებითი ემოციებით სავსე, რაც ძალიან დიდხანს გამყვება. გაიხარეთ ჩემო ემიგრანტებო.

ცნობისათვის: ჯაბა ქვლივიძე (ბერიკაცი) - საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ღვაწლმოსილი მწერალი. ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. სამჯერ  "წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის პრემია - "ივერია"-ს ჯვრით დაჯილდოებული სხვადასხვა ნომინაციაში. 
მისი შემოქმედება დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. გამოიცა მისი პირველი წიგნი "პოეტის სული".  
ჯაბა ქვლივიძეს ეკუთვნის “შურისძიება”-დეტქტიური რომანი; "მეგობრები"- საბავშვო წიგნი; "კანონის სადარაჯოზე" - 10 დეტექტივი
"ჩემი შემოქმედების ფურცლები"- პირველი ტომი.

ნინა მამუკაძე

იტალია|ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi