გაიცანი იტალია - გარდის ტბა - მალჩეზინე

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge  ქართველ ისტორიკოს, ანზორ დიხამინჯიასთან ერთად იწყებს ახალ პროექტს - “გაიცანი იტალია“.

ყველა გამოცდილი მოგზაური და ტურისტული გიდი გეტყვით რომ გარდის ტბისკენ მიმავალი გზა ეს სამოთხისკენ მიმავალი ბილიკია. გეგმავთ უახლოეს პერიოდში იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ამ ულამაზესი ტბის მონახულებას ? მაშინ ეს მასალა თქვენ გეკუთვნით. ყველაზე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ - მალჩეზინე. დამერწმუნეთ, ამ პატარა ქალაქს აქვს იმის ნიჭი ნებისმიერ პროფესიონალ მოგზაურში გამოიწვიოს მხოლოდ ერთი - ენით აუწერელი აღფრთოვანება.

აქ არის ყველაფერი რითაც ცნობილია გარდა. იდეალური ხედი ტბაზე, შუა საუკუნეების ულამაზესი პატარა ქუჩები, სანაპიროები. აქ მოხვედრილი ყველა ტურისტი პოულობს გართობის იმ ფორმას რაც მას მოესურვება. დილით ტბის მახლობლად სკამზე ფინჯანი ყავის მირთმევა, ბარში ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება, ან კიდევ ყველაზე ექსტრემალური - მთიდან პარაშუტით გადმოხტომა

რა არის აქ სანახავი და როგორ უნდა გავატაროთ დრო? გეტყვით რომ ის პორტოფინოს არ ჩამოუვარდება. მალჩეზინე - ეს არის პატარა ტურისტული ქალაქი. ტურისტებს ის საოცრად უყვართ, მაგრამ განსაკუთრებით აპრილ მაისში, ან სექტემბერ-ოქტომბერში. ხალხის ნაკადი ნაკლებია. აქ იგრძნობა სიმშვიდე, სილამაზე, შესანიშნავი სუფთა ჰაერი და არ გაგიკვირდეთ თუ გეტყვით - ნაკლები ცივილიზაცია. ასე რომ ქალაქში სეირნობა ეს ერთი დიდი სიამოვნებაა.

ვინც არ ხართ აქ ნამყოფი და მალჩეზინეში პირველად მიემგზავრებით, გეტყვით რომ ავტობუსები დადიან ვერონიდან და ვენეციიდან ყოველ 2-3 საათში. ავტობუსები მილანიდანაც დადიან.

მალჩეზინეში ჩამოსული ტურისტები პირველ რიგში ტურისტულ ოფისებს აწყდება და ქალაქის რუკებს ყიდულობენ, მაგრამ უნდა გითხრათ რომ აქ დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ მაინც ვერ დაიკარგება.

ქალაქის ისტორიული ცენტრი ძალიან პატარაა. აბსოლუტურად ყველა გზა ტბისკენ მიემართება. პროფესიონალი გიდები ურჩევენ თავიანთ ტურისტებს რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შენობის ფასადებს. მალჩეზინე კარგად შენახული ქალაქია. ის უბრალოდ მუზეუმია ღია ცის ქვეშ. მისი ცენტრალური ქუჩა ტბის გასწვრივ მიემართება. აქ როგორ არ უნდა აღვნიშნო სუვენირების მაღაზიები, ძალიან ბევრია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე პატარა კაფე ბარები და რესტორნებია, ასევე მაღაზიები, სადაც იყიდება ტყავის ხელნაკეთი მასალები. ფასები? საკმაოდ მისაღები. 

გირჩევთ სკალიგერების ციხესიმაგრე მოინახულოთ. იქ ერთბაშად რამდენიმე მუზეუმი მდებარეობს. პირველი ეს გოეთეს მუზეუმია. სახელგანთქმული პოეტი ერთი პერიოდი აქ იმყოფებოდა პატიმრობაში. შიგნით ციხესიმაგრეში სიარული თავისუფალია. აუცილებლად გადით ციხის პლატფორმაზე - ულამაზესი სანახაობა გელოდებათ.

მალჩეზინეს პორტიდან შეგიძლიათ კატერით ან ბორანით გაემგზავროთ ასევე პატარა ქალაქ ლიმონე სულ გარდაში, ის გარდის ტბის მეორე მხარეს მდებარეობს. მანძილი... დაახლოებით 15 წუთი დაგეხარჯებათ.

ლიმონე სულ გარდაში კიდევ უფრო ნაკლები ტურისტია ვიდრე მალჩეზინეში. როგორც გადმოცემით გავიგე იქ სახმელეთო ტრანსპორტით მოხვედრა პრობლემატურია. შეუძლებელი არა, უბრალოდ რთულია. რაც შეეხება ატმოსფეროს და მის სილამაზეს, როგორც მითხრეს ის ბევრად აღემატება მალჩეზინეს.

რა შეუძლია მალჩეზინოს შესთავაზოს ტურისტებს? ეს განსაკუთრებით ადრენალინის მოზღვავების მოყვარულთ დააინტერესებთ - საბაგირო გზა მონტე ბალდო. მისი სიმაღლე დაახლოებით 2200 მეტრია. იქ ასვლას და შემდეგ დაშვებას მხოლოდ კარგი ამინდის შემთხვევაში გირჩევთ. სხვა შემთხვევაში დაშვებისას ვერაფერ საინტერესოს ვერ ნახავთ.

ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას თუ რა უფრო მნიშვნელოვანია, თავად ქალაქი თუ მონტე ბალდოს მთა რომელიც მას ზემოდან გადმოჰყურებს. გეტყვით მხოლოდ ერთს, მონტე ბალდო ეს ქალაქ მალჩეზინეს მთავარი სავიზიტე ბარათია. რა გელოდებათ ზემოთ ? მთაზე ასვლისას თქვენს წინაშე ალპური სილამაზე გადაიშლება. ადგილობრივ ლამებს შეხვდებით, მათი ყველიც იყიდება. როგორც გავიგე ის უგემრიელესია. ეცადეთ დაღლა როგორმე არ შეიმჩნიოთ, თქვენს წინაშე გარდის ტბა გადაიშლება საკმაოდ უჩვეულო საკურსით.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მოყვარულთ ურჩევენ მონტე ბალდოდან პარაპლანით დაეშვან და რა თქმა უნდა ინსტრუქტორის თანხლებით. სხვანაირად ეს უბრალოდ შეუძლებელია.

და ბოლოს, მოგზაურობისგან მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შედეგად არ გაგიკვირდეთ თუ აპეტიტი გაგეზარდათ. თქვენს განკარგულებაში რესტორანია, რომელიც ტურისტებში ისეთივე პოპულარობით არის ცნობილი როგორც თავად ქალაქი. ადგილობრივი ღვინო და სპაგეტი. აბა მათ გარეშე იტალიაში სხვანაირად წარმოუდგენელია.

საღამოს სანაპიროზე მშვიდად სიარული არანაკლებ საინტერესოა, საოცარ ატმოსფეროს ქმნის. სეირნობა სანაპიროზე სამოგზაურო დღის ღირსეული დასასრული იქნება. ტბაზე ძალიან ბევრი იხვი და გედია. მზის ჩასვლის ფონზე მათი ცქერა, არის რაიმე დედამიწაზე ამაზე ულამაზესი? 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 მოგზაურობა იტალიაში - სიენა

📌 გაიცანი იტალია - პორტოფინო

📌 გაიცანი იტალია - კაპრი - ზეციური ნეტარება

📌 გაიცანი იტალია - აპულია - სამოთხე სამყაროს დასაწყისთან

 

 

                                                             

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695709751

სპორტი

საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...

Figuruli

1695652780

საზოგადოება

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი

ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...

ვატიკანი

1695625470

სპორტი

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...

Judo

1695588571

სპორტი

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...

Wrest

1695559593

სოციალური მედია

„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...

იმიტაცია