განგაშის სიგნალი იტალიაში - სისტემა შემუშავებულია საგანგებო სიტუაციების მოსაგვარებლად როგორიცაა მიწისძვრები, ცუნამი, ბირთვული ავარიები ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, ინტენსიური ნალექი და ა.შ.

იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა დღეს პულიის, პიემონტისა და უმბრიის მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე განგაშის სიგნალი გაუგზავნა.
მიღებული განგაშის სიგნალის შემდეგ Exclusivetv-ს არაერთი ემიგრანტი დაუკავშირდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით იტალია ტესტავს პროგრამას „IT-alert“ (იტ-გაფრთხილება).
„IT-Alert“ არის სისტემა, რომელიც იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა აამოქმედა რათა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიულად გააფრთხილოს კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობა ხმოვანი განგაშის ტექსტური შეტყობინების საშუალებით . IT-Alert ტესტირების ეტაპი 28 ივნისს ტოსკანიდან დაიწყო და თანდათან გავრცელდება იტალიის ყველა რეგიონში. ტესტირების ეტაპი 2024 წლის თებერვალში დასრულდება.
„სისტემა შემუშავებულია საგანგებო სიტუაციების მოსაგვარებლად, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, - წერია ოფიციალურ ინფორმაციაში, - როგორიცაა მიწისძვრები, ცუნამი, ბირთვული ავარიები ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, ინტენსიური ნალექი და ა.შ.
როგორც „IT-alert“-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, შეტყობინებების მიღება საკმარისი არ არის, უნდა გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე შეავსოთ კითხვარი იმ ტერიტორიის რისკების შესახებ, სადაც ცხოვრობთ, მუშაობთ ან მოგზაურობთ, რათა ოპერატიულად მიიღოთ შესაბამისი ზომები.
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...