იტალია: უბედური შემთხვევები სამუშაოზე, თითქმის ასი გარდაცვლილი წლის პირველ თვეებში: 43 მხოლოდ იანვარში - "საკმარისი სიტყვები, ფაქტებია საჭირო"

"საკმარისი სიტყვები, ფაქტებია საჭირო". პროფკავშირების „ფლეშ მობი“ სამუშაოზე უბედური შემთხვევების წინააღმდეგ.
გუშინ მშრომელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა “CGIL“, “CISL“ და “UIL“-მა ქალაქ ბარის პრეფექტურის სათავო ოფისის წინ, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქცია გამართა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად იტალიაში მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ასი ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას, უბედურ შემთხვევას კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პროტესტის შედეგად, “CGIL“, “CISL“ და “UIL“-ის წარმომადგენლებს ბარის პრეფექტი ანტონელა ბელომო შეხვდა, რომელმაც დაადასტურა სამუშაო ადგილზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობა.
გაერთიანებული პროფკავშირები ასევე ითხოვენ მუდმივი საოლქო კომიტეტის შექმნას დაწესებულებებთან და ბიზნესებთან ერთად სამუშაო ადგილზე შემთხვევების მუდმივი მონიტორინგისთვის.
ჯუზეპე ბოკუცი, პროფკავშირული გაერთიანება “Cisl Bari“-ს გენერალური მდივანი:
„ჩვენ ვდგავართ კატასტროფის წინაშე, წარმოუდგენელია უბედური შემთხვევების გამო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! წარმოუდგენელია შევეგუოთ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც დილით სამსახურში მიდიან, სახლში აღარ დაბრუნდნენ! მშრომელთა უფლებები ფეხქვეშ ითელება, მშრომელთა უფლებები უნდა გამკაცრდეს. ჩვენ გვჭირდება კოლექტიური ვალდებულება, რომელიც მოიცავს ინსტიტუტების და პოლიტიკოსების ჩართვას, რადგან აქამდე მიღებული პასუხები არ არის საკმარისი“.
შეხვედრის შედეგად დადგინდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში, პრეფექტურა CGIL-ის, CISL-ისა და UIL-ის მიერ ერთობლივად შედგენილ ხელშეკრულების პროექტს წარუდგენს კონტროლზე პასუხისმგებელ სააგენტოებს და მიიღებს ვალდებულებას, რომ მომდევნო შეხვედრაზე, ხელშეკრულების პროექტი წარედგინოს მთავარ კონტრაქტორ ორგანოებს და დამსაქმებელთა ასოციაციებს, რომლებსაც პროექტის განხორციელება დაეკისრებათ..
ხათუნა შარაძე. იტალია. ქალაქი ბარი.
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...