იტალიაში ახალი Flussi დამტკიცდა - ქვეყნების სიაში საქართველოც არის

იტალიაში, 2023 წლის 27 იანვარს, ახალი Flussi დამტკიცდა, რომელიც უკვე Gazzetta ufficiale-ში დაიბეჭდა, რაც სიახლის უტყუარობას ადასტურებს. აღნიშნული კანონი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, იტალიის ტერიტორიაზე სამუშაო მოტივით, ლეგალურად შემოსვლისა და ცხოვრების საშუალებას მისცემს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ქვეყნების სიაში, საქართველოც იკითხება.
იტალიის მთავრობის მიერ Flussi-ს შესახებ მიღებული ახალი დეკრეტის თანახმად, 2023 წელს, ევროპის არაწევრი ქვეყნების 82 705 მოქალაქეს მიეცემა იტალიაში ლეგალურად დასაქმების საშუალება. საუბარია ავტონომიურ (თვითდასაქმებული), სუბორდინაციულ სეზონურ და სუბორდინაციულ არასეზონური ტიპის სამუშაოებზე. გარდა ამისა, რამდენიმე ტიპის ბინადრობის ნებართვის, სუბორდინირებული ტიპის ბინადრობის ნებართვაზე კონვერტირებაც იქნება შესაძლებელი.
განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება, კანონის გამოქვეყნებიდან ზუსტად 60 დღის შემდეგ, ანუ 2023 წლის 27 მარტს, დილის 9 საათიდან.
82 705 ადგილიდან, 38 705 განისაზღვრა ავტონომიური და სუბორდინაციული არასეზონური ტიპის სამუშაოებისთვის. კონკრეტულად კი, ამ ბოლო კატეგორიისთვის გამოყოფილია 30 105 ადგილი შემდეგ სექტორებში: საქონლის ტრანსპორტირება მესამე პირებისთვის, მშენებლობა, ტურიზმი-სასტუმრო, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საკვები და გემთმშენებლობა.
აღნიშნული კანონი შეეხება შემდეგ ქვეყნებს და მათთვის გამოიყო 24 105 ადგილი: ალბანეთი, ალჟირი, ბანგლადეში, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კორეა, კოტ-დ'ივუარი, ეგვიპტე, ელ-სალვადორი, ეთიოპია, ფილიპინები, გამბია, საქართველო, განა, იაპონია, გვატემალა, ინდოეთი, კოსოვო, მალი, მაროკო, მავრიკი, მოლდოვა , მონტენეგრო, ნიგერი, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სენეგალი, სერბეთი, შრი-ლანკა, სუდანი, ტუნისი, უკრაინა.
დანარჩენი 6 000 ადგილი განისაზღვრა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც 2023 წელს იტალიასთან ხელს მოაწერენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მიგრაციის საკითხებზე.
44 000 ადგილი გამოიყო სუბორდინაციული სეზონური სამუშაოებისთვის, სასოფლო-სამეურნეო და სასტუმრო/ტურისტულ სექტორზე.
აქედან რამდენიმე ათასი ადგილი, სხვა ტიპის სპეციფიკურ მოთხოვნებს ითვალისწინებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Flussi 2023-ის საშუალებით, რამდენიმე ტიპის ბინადრობის ნებართვის, სუბორდინირებული ტიპის ბინადრობის ნებართვაზე კონვერტირებაც იქნება შესაძლებელი.
როგორც ხედავთ არსად აღნიშნული არ არის Lavoro domestico, ანუ ხაზგასმით უნდა ითქვას რომ ეს სიახლე, მათთვის არ არის, ვისაც იტალიაში ოჯახებში სურთ დასაქმება.
ExclusiveTV პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
წყარო: Gazzetta ufficiale
ნინა მამუკაძე
იტალიIფლორენცია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 Studio “Napoli-Tbilisi” სტუდია "ნაპოლი-თბილისი" - პირველი ქართულ-იტალიური ტელეხიდი
📌 იტალია - რომელი სოციალური დახმარებები გეკუთვნით 2023 წელს, დაბალი ISEE-ს შემთხვევაში
📌 გინდათ ისწავლოთ იტალიაში? - ღია კარის დღე ბოლონიის უნივერსიტეტში
1679846400
საინტერესო ამბებიგყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს
ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...
1679842800
სოციალური მედია"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...
1679839200
საინტერესო ამბებიVIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი
2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც 20 წლის ტყუპი და, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ. ტყუპები 20 წლ...
1679835600
ემიგრაცია"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან
ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...
1679829621
ახალი ამბებისროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო
სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...