იტალიაში ემიგრანტი ონისე ქობალია ტრაგიკულად დაიღუპა - ExclsiveTV-ის გარდაცვლილის ოჯახი დაუკავშირდა

იტალიაში, ქალაქ ბერგამოში ქართველი ემიგრანტი 33 წლის ონისე ქობალია დაიღუპა. თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზის შესახებ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. რედაქციაში ქობალიას მეუღლე ელენე ხვედელიძე და მამიდაშვილი ფატი ბულია დაგვიკავშირდნენ. მათი თხოვნით მართებულ ინფორმაციას ვაქვეყნებთ.

ტრაგედია 24 იანვარს მოხდა. როგორც ირკვევა, ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი, ბუნებრივი აირის გაჟონვაა. ქობალიასთან ერთად მისი უკრაინელი დამსაქმებელიც იმყოფებოდა. ისინი ტოსკანადან, ლივორნოდან ბერგამოში სამუშაოს გამო, ერთი თვის წინ წასულან, სადაც ბინის რემონტზე მუშაობდნენ. უწესიერესი, უპატიოსნესი, საოცარი ადამიანი... ასე ახასიათებენ ონისე ქობალიას ადამიანები, რომელთაც თუნდაც პატარა შეხება ჰქონიათ მასთან.

ელენე ხვედელიძე, მეუღლე: ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით, 11 თვეა რაც ერთად ვართ. 5 მარტს ჯვრისწერა უნდა გვქონოდა და ეს უბედურება დაგვატყდა თავს. ბერგამოში წამოიყვანეს მეტლახის დასაგებად. თავის უკრაინელი დამსაქმებელი სულში ისვამდა, როდესაც ნახა რა ადამიანი იყო. ცრემლის მორევში გავატარე და ვატარებ. 

საკუთარ ფეისბუკ გვერდზე კი, ელენე სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს: "ონისეეეე! ჩემო ყველაზე ალალმართალო ბიჭო. რატომ გამიშვი ხელი, ჩვენ ხომ ბევრი გეგმები გვქონდა მიზნად დასახული. 5 მარტს ხომ ერთი სული გვქონდა ქორწილი გადაგვეხადა. ჩემი ოცნება იყო თეთრი სადედოფლო ჩამეცვა და შენთან ერთად საკურთხეველთან ფიცი დამედო, ფიცი რომელიც ჩვენს სიყვარულს უფრო მტკიცეს გახდიდა. ერთი სული მაქვსო ცრემლებით სავსე თვალებით მეუბნებოდი როდის გნახავ დედოფლის ფორმითო. შენ კი მიმატოვე! დამტოვე მარტოდ ამ ტკივილთან, ამ ჯოჯოხეთ დღეებთან! მეწვის სული მტკივა ვერ ვისვენებ! რა გავაკეთო მითხარი რა მოვიმოქმედო, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო, ადამიანო პატიოსანო სულის მატარებელო! შეხვედრამდე ჩემო ბიჭო".

ფატი ბულია, მამიდაშვილი: მთელი ცხოვრება ჩემთან იყო, ონისე ჩემი გაზრდილია, ჩემს გულზე გაზრდილი ბავშვია. ჩემი ძმა არის, ბიძაშვილი კი არა. ერთად ვიყავი საქართველოშიც და იტალიაშიც ყველგან ერთად ვიყავით. ჩემი ონისე...

ოჯახი ონისე ქობალიას საქართველოში გადაასვენებს.

ExclusiveTV-ის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679846400

საინტერესო ამბები

გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს

ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...

აედრგფჰჯკ

1679842800

სოციალური მედია

"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...

ააა

1679839200

საინტერესო ამბები

VIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი, სა­დაც 20 წლის ტყუ­პი და, რომ­ლებ­მაც ჯერ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­დნენ. ტყუ­პე­ბი 20 წლ...

ააა

1679835600

ემიგრაცია

"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან

ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...

ააა

1679829621

ახალი ამბები

სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...

ააა