იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი პოლიციამ დაკითხა, მას არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ედავებიან

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლში მცხოვრები ქართველი ქალი პოლიციამ დაკითხა, ხოლო საცხოვრებელი, რომელიც მას ქირით ჰქონდა აღებული, გაჩხრიკეს. ნაპოვნი ნივთების შესახებ პოლიცია დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას დანაშაულებრივ სქემასთან კავშირს ედავებიან, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობას ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტიც მოამზადა, საიდანაც ვიგებთ, რომ იტალიის, ქალაქ სიენას ფინანსურმა პოლიციამ, სამი პირი დააკავა, სამივე იტალიური ეროვნების, რომლებიც მიმალვას აპირებდნენ. გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ პირებს დანაშაულებრივი სქემა ჰქონდათ შემუშავებული, რომლის საშუალებითაც მიგრანტებს ფიქციურ მომსახურებას უწევდნენ თანხის სანაცვლოდ. თანხა 50-იდან 4000 ევრომდე მერყეობდა. ყველა მიგრანტი „ბადანტე“ გახლავთ.

ფინანსური პოლიციის კომენტარი: „სიტუაციამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო, როდესაც გაირკვა, რომ საქმეში კიდევ ორი სუბიექტი ფიგურირებდა, აქედან ერთი წარმოშობით ქართველია, რომელსაც სიენას პროვინციაში "არანამდვილი ბადანტეების" გადმოყვანის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა ქალაქ ემპოლსა და მის მოსაზღვრე ქალაქებში ლეგალურად დასაქმებულებიც ფიქსირდებიან, ხოლო მეორე პირი - იტალიელია და მას სუბიექტების ადგილზე გადანაწილების ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული.ოპერაციამ რეგიონის არაერთი მხარე მოიცვა, ჩატარდა ჩხრეკა და კონტროლი, ქირურგიული სიზუსტით, რამდენადაც ეს გამოძიების ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი. სამწუხაროდ, მიგრაცია, რომელიც თავისთავად მტკივნეული თემაა, ამ შემთხვევაში ბიზნესის წყაროც გახდა.“

ჯამში საუბარია 347-ზე მეტ ადამიანზე. მათი უმრავლესობა ნიგერიელია და მათგან მხოლოდ 58 მუშაობდა რეალურად. ოპერატიული ბაზა ვალდიკიანას ასოციაცია გახლდათ, რომელიც ოფიციალურად  მოქალაქეთა მომსახურების ცენტრია. წაყენებულ ბრალდებებს შორის არის არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ბრალდება. სამივე დაკავებული ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, დანარჩენები დაიკითხნენ.

ExclusiveTV თემაზე მუშაობას განაგრძობს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714033048

მსოფლიო

რუსეთმა ჩერკასის ოლქს რაკეტებით შეუტია, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  „წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ექიმებს დასახ...

რაკეტებით შეტევა

1714030619

საზოგადოება

გიორგი აბდალაძე: დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, ზუსტადაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ლაზარე გრიგორიადისის ცი...

გიორგი აბდალაძე

1714029586

ჰოროსკოპი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი და ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას? - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი, ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არ არის დღეს სასურველი შორ მანძილზე მგზავრობა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვი...

ნინა სუსლოვა

1714029100

ახალი ამბები

„პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებულ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი