კატების ქუჩა რომში - ამ ქუჩაზე მოხვედრისას მოგზაურები აქეთ იქეთ იყურებიან რომ შემთხვევით კატას არ დააბიჯონ ფეხი

რომი - პალაცცო გრაციოლი
მარადიული ქალაქის ისტორიულ ცენტრში ვია დელ კორსოზე, პალაცცო დორია პამფილის გვერდით ერთი პატარა ქუჩა მიემართება - ეს ვია დელა გატტაა, კატების ქუჩა. ამ ქუჩაზე მოხვედრისას მოგზაურებს უკვირთ მისი ამ სახელწოდების და გაკვირვებულები აქეთ იქეთ იყურებიან რომ შემთხვევით კატას არ დააბიჯონ ფეხი. თუმცა მათი რაოდენობა აქ იმაზე მეტი არაა რაც რომის სხვა ქუჩებზე
ახლა ყველაზე მთავარი, თუ რატომ დავიწყე მე კატებზე საუბარი. ზოგადად მე ფისოებზე საუბარი სულ მიყვარს, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული შემთხვევაა
რომში მოგზაურობისას ჩვენ მუდამ ირგვლივ ვიხედებით იმის ფიქრით რაიმე არ გამოგვრჩეს ნახვისას, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევები როცა ვხედავთ მაგრამ ვერ ვამჩნევთ და რასაც მე ეხლა შემოგთავაზებთ სწორედ ერთ ერთი ასეთი შემთხვევაა
დღევანდელ ისტორიას ვუძღვნი პალაცცო გრაციოლის ერთ ფასადზე აღმართულ მარმარილოს კატის ქანდაკებას. ზოგადად კატის კულტი არა მარტო ანტიკურ რომში, არამედ ძველ ეგვიპტეშიც იყო. ისტორიკოსებში არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება რომ ეგვიპტიდან ეს კულტი სწორედ რომაელებმა ჩამოიტანეს
ჩვენი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნიდან რომში საკმაოდ მყარად იყო დამკვიდრებული ეგვიპტური ქალღმერთის იზიდას კულტი და ტაძარიც არსებობდა მარსის მოედანზე. დაზუსტებით ცნობილია რომ იზიდა ქალურობის და ოჯახური ერთგულების სიმბოლო იყო. მფარველობდა ბავშვებს, დედებს, მოგზაურებს. იმპერატორ კალიგულას დროს კულტმა თავის აპოგეას მიაღწია, იმპერატორის ბრძანებით რომის გავლენიანი ოჯახები მის საპატივცემულოდ დიდ საჩუქრებს სწირავდნენ ტაძარს
იზიდას თაყვანისცემა შეწყდა უკვე მეხუთე საუკუნიდან, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან, ხოლო ტაძრის ფრაგმენტები ობელისკების და ქანდაკებების სახით მიმოფანტულია მთელი რომის მასშტაბით. ერთი ობელისკი პანთეონის წინაა, მეორე იმპერატორ დიოკლეტიანეს თერმებთან და მათ შორის ერთი ვატიკანშიც
თავად პალაცცო გრაციოლი აღმართეს მე-16 საუკუნეში, მაგრამ როდის დადგეს კატის მარმარილოს ქანდაკება მის ფასადზე ეს უკვე უცნობია და რათქმა უნდა მარადიული ქალაქის მაცხოვრებლებს თავიდან გაუჭირდათ შეგუებოდნენ ამ სახელს
- არ არსებობს, უბრალოდ არ არსებობს რომ არაფრისგან წარმოქმნილიყო სასახლის ფასადზე მარმარილოს კატის ფიგურა - აღნიშნა ერთმა რომაელმა ჟურნალისტმა - აი ამ ცხოველის უკან რაღაც იმალება, შეხედეთ მის სახეს სრული იდუმალება. საიდან წარმოიშვა, რაზე ფიქრობს და რა აქვს გეგმაში ამას ვერავინ ვერ გაიგებს
მოკლედ ეს იდეა რომის დანარჩენმა მაცხოვრებლებმაც აიტაცეს შემდეგი ლოზუნგით - მარმარილოს კატებს ასე უბრალოდ, არაფრისგან არ აკეთებენ !...
ამ ყველაფერს მოჰყვა უძველესი საიდუმლოებების მოყვარულთა გააქტიურება, ცნობებს ცნობები ემატებოდა და წარმოიშვა ვარაუდი რომ სასახლის აგებისას თავდაპირველად მის ფასადზე კატა არ არსებობდა
მოკლედ ლეგენდა იწყება ასე, ამ სასახლის ერთ ერთ მეპატრონეს არაფრით სურდა რომ მის ქალიშვილს ჰყვარებოდა ახალგაზრდა, მაგრამ ღარიბი ოფიცერი, თან უცხოელი, მაგრამ შეყვარებულები მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთმანეთს დაკავშირებოდნენ და ამ მიზნის მისაღწევად შესაფერის საშუალებას მიაგნეს. ეს იყო ადგილობრივი კატა, რომელიც იქვე რომ იტყვიან ცხოვრობდა. ერთი სიტყვით ამ კატას ან ერთი და ან მეორე ტქვემოთ მიაბამდნენ წერილს და ფისოს სასიყვარულო წერილი დანიშნულების ადგილზე მიჰქონდა და თან ისე რომ მამა ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდა
ერთ დღეს შეყვარებულებმა დათქვეს რომიდან გაპარულიყვნენ და როდესაც სამხედრომ მორიგი წერილი კატას მიუმაგრა, საწყალი ცხოველი ქუჩის გადასვლისას კარეტის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა. ურთიერთობის სხვა გზა უკვე არ არსებობდა, მითუმეტეს სამხედრო თავის შენაერთთან ერთად რომიდან გაიყვანეს
ამ გოგოს შემდგომი ისტორია უცნობია. დადიოდა ხმები რომ მან საშინლად გადაიტანა შეყვარებულთან დაშორება და კატის სიკვდილიც. მარმარილოს ქანდაკება სწორედ მან შეუკვეთა, რომელიც თავის დაღუპულ ოთხფეხა მეგობარს და კურიერს მიუძღვნა. ის ქანდაკება სწორედ იმ გოგოს ფანჯრის გვერდით მდებარეობს
იმ დღიდან მოყოლებული რომში დამკვიდრდა ასეთი ტრადიცია. შეყვარებულები როდესაც ჩამოდიან რომში, პირველ რიგში ამ ქუჩაზე გადიან, ჩუმად უყურებენ ქანდაკებას და სურვილს ჩაუთქვამენ
არის კიდევ ერთი ლეგენდა. ერთ ღამით შენობას ცეცხლი მოეკიდა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ის მანამ ვერ შენიშნეს , სანამ კატის გაუთავებელმა კნავილმა ისინი არ გააღვიძა. ამ ვერსიას ემატება ის რომ ცეცხლწაკიდებული შენობის ფანჯარაზე ბავშვი შენიშნა და სწორედ ამ კატას მიაწერენ მის გადარჩენას. ადგილობრივებმა ძეგლი ზუსტად ამ კატას დაუდგესო. მოკლედ ამ ქალაქს ლეგენდები არ აკლია. ყველა ერთმანეთზე უკეთესი და საინტერესო
ეს უსიმპატიურესი ოთხფეხა ფისოები როდიდან გამოჩნდნენ რომში უცნობია, ისტორიკოსები ვარაუდობენ რომ ბერძენმა ვაჭრებმა ჩამოიყვანეს კართაგენიდან. დღესდღეობით ისინი რომის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან
თუ რა წვლილი მიუძღვით მათ მარადიული ქალაქის ისტორიაში, ცნობილი ფაქტია. ასე რომ არა მარტო ბატებმა გადაარჩინეს რომი, კატებმაც ორჯერ იხსნეს რომი მასიური ეპიდემიებისგან
და ვინ იცის, რა მოუვიდოდა რომს, მის დამცველებად ეს საოცარი ცხოველები რომ არ მოვლინებოდნენ
P. S. და ბოლოს ყველაზე მთავარი. რას უყურებს მარმარილოს კატა? ესეც კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც დარწმუნებული ვარ ადგილობრივებმა შეთხზეს. კატა უყურებს ბიბლიოთეკას და ტიპოგრაფიასო, რომლის ქვეშ საგანძური არის დაფლულიო. ამ ვერსიის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ რატომ რომის მოსახლეობამ და მათ ვინც მის ისტორიას სწავლობს, ეს ძალიან კარგად იცის. აჯობებს ლეგენდა ლეგენდად დარჩეს
ავტორი: ანზორ დიხამინჯია
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...