“მეორე წელია იტალიაში ოჯახებში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს” - ემიგრანტი იტალიიდან

"თავიდან ვიფიქრე, ან მადა არ აქვს, ან ფული-მეთქი, მაგრამ რამდენჯერმე მის სახლში მოვხვდი, ისეთი გადავსებული ჰქონდა სამზარეულო, თვალები გადმომცვივდა." იტალიაში, ქალაქ სალერნოში მცხოვრები ემიგრანტი, ქალბატონი ლალი, თავის გულისტკივილს გვიზიარებს.
"მეორე წელია იტალიაში ვმუშაობ, ეს უკვე მეოთხე ოჯახია და ასეთი არაფერი მინახავს. დიდი მჭამელი მე არ ვარ, რომ მეფიქრა, ბევრს ხარჯავენ ჩემს კვებაზე-მეთქი. სახლში მხოლოდ მე და ბებია ვცხოვრობთ, მაგრამ ბებიას შვილი იმავე კორპუსში, სხვა სართულზე ცხოვრობს და პირდაპირი მნიშვნელობით გვაკონტროლებს.
საყიდლებზეც ის დადის. საყიდლებს სიტყვაზე ვამბობ, თორემ მესამე თვეა ამ სამსახურში ვარ და პურის, მაკარონის, სალათის ფურცლის და კომბოსტოს გარდა, სხვა ბევრი არაფერი მინახავს. ბებიას თავისი კვება აქვს, სპეციალური, ამიტომ შვილს მხოლოდ ჩემთვის მოაქვს რაც მოაქვს. თავიდან ვიფიქრე, ან მადა არ აქვს, ან ფული-თქო, მაგრამ რამდენჯერმე მის სახლში მოვხვდი, ისეთი გადავსებული ჰქონდა სამზარეულო, თვალები გადმომცვივდა.
ქართველმა ქალებმა მითხრეს, დაუწერე რაც გინდა და მიეცი საყიდლებზე რომ წავაო. დავუწერე, მაგრამ რა ხეირი. ისევ ორი ღერი სტაფილო და მაკარონი მომიტანა. თავიდან ჩემი ფულით დავიწყე საჭმლის ყიდვა, მაგრამ ისედაც ცოტას მიხდიან და რასაც ვიღებ თუ ისევ აქ დავხარჯე, რა აზრი აქვს მუშაობას. გამოსვლას ვაპირებ ამ სამსახურიდან. ვის იშოვიან ამ პირობებზე, უნდა ვნახო..." - წერს ემიგრანტი.
1740314106
საზოგადოებაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-...
1740313990
საზოგადოება„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“ - მეუფე შიო
„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)...
1740311272
მსოფლიო2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა
2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ჯენინის რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას აფართოებენ. გავრ...
1740308183
მსოფლიო„როიტერი“ - სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამარ...
1740308042
საზოგადოებაკახა კალაძე: ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას
თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსე...