“მინდა ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს” - ნეაპოლელი გულშემატკივარი

"სრულიად უცხო, იტალიელი მამაკაცი, მომენტალურად ისეთი მშობლიური გახდა ჩემთვის. ძველი მეგობრებივით გადავეხვიეთ და ერთმანეთს მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადეთ," - ეს არის ისტორია, რომელიც ნეაპოლში, "ნაპოლი"-"ატალანტას" მატჩის დაწყებამდე გადამხდა, რომელ მატჩსაც ვესწრებოდი, როგორც ExclusiveTV-ის აკრედიტებული ჟურნალისტი. მაშ ასე, ისტორია ასეთია:

"მარშრუტი: ფლორენცია-რომი-ნეაპოლი-ფლორენცია

11 მარტის დღის ლოკაცია: ნეაპოლი

“ნაპოლი”-“ატალანტას” მატჩზე, აკრედიტაცია წინა საღამოს მოვიდა, შესაბამისად, გეგმა მომენტალურად გადალაგდა, საემიგრაციო, ტურისტული, პოლიტიკური, სოციალური ამბებიდან, ტვინი ფეხბურთზე გადაეწყო. 
ნეაპოლისა და მატჩის შესახებ ცალკე მოგახსენებთ, მანამდე კი, მინდა ერთი ფერადი და ემოციური ამბის და ამ ფოტოს შესახებ გიამბოთ.

კვარას (კიდევ ერთი) ეფექტი:

მატჩის დაწყებამდე არც ისე ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაგრამ მე და ჩემი კოლეგა მაინც მივიჩქაროდით. მარადონას ლეგენდარულ სტადიონზე პირველად მივდიოდით და არ გვინდოდა თუნდაც ერთი დეტალი გამოგვპარვოდა. 
სტადიონის ტერიტორიაზე,
მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინ რომ მიტინგზე სიტუაცია მინახავს, ისეთი  ამბავი დაგვხვდა. ჟურნალისტების ტრიბუნამდე გზა გრძელი იყო, სტადიონისთვის წრე უნდა დაგვერტყა, მეტი დამაჯერებლობისთვის და იმ იმედით, რომ მასა გზას დაგვითმობდა, მხრებზე საქართველოს დროშა მოვიხვიე (რა უცნაურად და პირადად ჩემთვის ემოციურად ჟღერს… საქართველოს დროშა, გზამკვლევად წავიმძღვანე).

- ნინა, ნინა…

მომესმა შორიდან და დავინახე როგორ გამოეყო მასას ახალგაზრდა მამაკაცი.

- სიმონე სორენტინო ვარ, კვარაზე შენი გადაცემის ნახვის შემდეგ მე დავწერე კომენტარი რომ ქართული სისხლი მინდა მიჩქეფდეს ძარღვებში.

სრულიად უცხო მამაკაცი, მომენტალურად ისეთი მშობლიური გახდა ჩემთვის. ძველი მეგობრებივით გადავეხვიეთ და ერთმანეთს მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადეთ, სამახსოვრო ფოტო, რა თქმა უნდა ქართული დროშით გადავიღეთ, და ერთმანეთს გამარჯვებისა და მეგობრობის გაგრძელების იმედით დავემშვიდობეთ.

ალბათ, დაგაინტერესათ, რა დამიწერა “ნაპოლის” და კვარას და უკვე საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა ხვიჩაზე გადაცემის კომენტარში: 
“დიდმა იტალიელმა მომღერალმა ლუჩო დალამ, რომელიც ბოლონიიდან იყო წარმოშობით, თქვა: ნეტავ არსებობდეს ისეთი ნემსი, რომ გავიკეთო და ნეაპოლელი გავხდეო. მე კი ვიტყვია, ნეტავ არსებობდეს ისეთი გადასხმა, რომ ქართული სისხლი გადავისხა, რომ ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს”.

ამ პოსტის წერის დროსაც ყელში ბურთი გამეჩხირა. რატომ გავხდი ასეთი ემოციური?  სიმონე, მადლობა, მადლობა მადლობა… და რა თქმა უნდა, მადლობა, კვარა".

ნინა მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი