„ნუნციუსის იდეა გახლდათ, საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული „სიქსტეს კაპელა“ ჩამოეტანა“ - წმიდა საყდრის წარმომადგენელი

წმიდა საყდრის წარმომადგენელი, ჯაბა გაბიტაშვილი ვატიკანში იმყოფებოდა. ჯაბა გაბიტაშვილის ვატიკანში ვიზიტი, მიქელანჯელოს ფრესკების ციფრულ ვერსიას უკავშირდება.
წმიდა საყდრის წარმომადგენელი პირადად მონაწილეობდა ვატიკანის მუზეუმებიდან, მიქელანჯელოს ფრესკების ციფრული ვერსიის და „ვირტუალური სიქსტეს კაპელის“ სურათების გადაცემას.
ციფრული სურათების „ჩამოტვირთვას“ რამდენიმე საათი დასჭირდა.
როგორც გაბიტაშვილმა Exclusivetv.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 24 საათზე ნაკლებ დროში, „სიქსტეს კაპელა“ თბილისში იქნება. ციფრული „კაპელას“ ჩვენება მოახლოებულ, ისტორიულ დღესასწაულზე გაიმართება.
მისი თქმით, საუბარია, გასულ წელს, სამების საკათედრო გუნდის მიერ „სიქსტეს კაპელაში“ გამართულ კონცერტზე. წელს ხსენებული ღონისძიების ერთი წლის აღსანიშნი საღამო გაიმართება.
ჯაბა გაბიტაშვილის თქმით, ელჩის იდეა გახლდათ საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული „სიქსტეს კაპელა“ ჩამოეტანა, რათა დახურულ სივრცეში მისი პროექცია მომხდარიყო და შექმნილიყო სივრცე, სადაც ქართველებს შეეძლებათ თავი იგივე გარემოში იგრძნონ.
2022 წლის 26 ივნისს სიქსტეს კაპელაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა. კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის 2021 წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
სიქსტეს კაპელაში ქართველებმა პირველად იგალობეს. საქართველოს საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
წელს, წლის თავის აღსანიშნავ საღამოზე სამების გუნდი შესაბამისი პროგრამით იმღერებს.
ხათუნა შარაძე/ Exclusivetv.ge/იტალია
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...