“ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები“ - კულტურული ასოციაცია Milanium M&T-ს ახალი პროექტი

როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საგრანტო პროგრამას  - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”, რომელიც მიმართულია დიასპორის სამშობლოსთან კავშირების, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის მეტად აქტიური ჩართულობის გაზრდაზე. 

გასულ წელს, კულტურული ასოციაცია Milanium M&T ამ პროგრამის გამარჯვებული გახდა და წარმატებით განახორციელა პროექტი “თბილისური დღეები მილანში“, რომელმაც მილანის ქართულ დიასპორაში დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. 

გაიზარდა ეროვნული მუხტი და ამაყები ვიყავით ჩვენი უნიკალური ანბანისა და ახალგაზრდა შემოქმედების ნამუშევრების გამოფენით. 

დაგემოვნებული იქნა ქართველი ახალგაზრდა მეღვინეების მარნების ღვინო და დისტილატები. 

გამომდინარე დიდი ინტერესიდან და მოთხოვნიდან ქართველი ემიგრანტებისა და იტალიელი ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან, კვლავ გამართულიყო მსგავსი ღონისძიება და შემდგარიყო საინტერესო გამოფენა, ჩვენმა ასოციაციამ, მიმდინარე წელს კვლავ მიიღო მონაწილეობა საგრანტო პროგრამაში და გაიმარჯვა პროექტით - “ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები“. 

https://mfa.gov.ge/news/325432-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-sagranto-programebis-pharglebshi-gamotskhadebuli-konkursebis

რომელიც წინა პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა და განხორციელდება მილანში, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, გასული წლის ანალოგიურად. 

წარმოდგენილი იქნება უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა, შესაბამისი ისტორიითა და განხილვით, ქართველი კალიგრაფების ნამუშევრები, კოლექციები და ახალგაზრდა დიზაინერის, ქართული ანბანის თემაზე შექმნილი ძალიან საინტერესო მოდელები და აქსესუარები. 

გაიმართება ასევე მასტერკლასები. 

იქნებიან საინტერესო სტუმრები. 

დაგემოვნდება ქართული ღვინო და პროდუქტი. 

დარწმუნებულები ვართ, წლევანდელი გამოფენაც დიდ ინტერესს გამოიწვევს და ბედნიერები ვართ, რომ ქართული ხელოვნებისა და კულტურის წარმოჩენით, სიამაყის კიდევ დიდ საბაბს, მოტივაციას მოგცემთ - კვლავ და მუდამ ვემსახუროთ ქართულ საქმესა და სამშობლოს, ასე შორს უცხოეთში. 

ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია -

Milano __ ინგას მილანი __ 

Gruppo Europa Milano Lambrate 

ამ სასიამოვნო ამბით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! 

გაძლიერება ჩვენს სამშობლოს, გამთლიანება, განვითარება და პროგრესული კურსით სვლა ევროპული ცივილიზაციის გზით!

პატივისცემით: ასოციაცია "MILANIUM M&T" - ს ერთ-ერთი დამფუძნებლები ინგა მჭედლიშვილი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695709751

სპორტი

საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...

Figuruli

1695652780

საზოგადოება

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი

ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...

ვატიკანი

1695625470

სპორტი

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...

Judo

1695588571

სპორტი

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...

Wrest

1695559593

სოციალური მედია

„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...

იმიტაცია