„სამხრეთ ტიროლიში თუ მოხვდებით და სეჩედას არ ნახავთ, ეს იგივეა, ფლორენციაში მოგზაურობდეთ და პიაცცალე მიქელანჯელო არ ნახოთ“ - მაია სიმონიშვილი

„სამხრეთ ტიროლიში თუ მოხვდებით და სეჩედას არ ნახავთ, ეს იგივეა, ფლორენციაში მოგზაურობდეთ და პიაცცალე მიქელანჯელო არ ნახოთ. ამ ალბომს განსაკუთრებით მთის ხალხს გიძღვნით“. - წერს ტოსკანაში, ემპოლიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია სიმონიშვილი და მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს:

„მაშ ასე, თქვენს წინაშეა იტალია. რეგიონი- ტრენტინო-ალტო-ადიჯე. ბოლცანოს პროვინცია.
ოდლეს მთების ჯგუფი.

დოლომიტები მდებარეობს იტალიის ტერიტორიაზე, სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დასახლებულია ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფით - ლადინები. მთავარი სასაუბრო ენა გერმანული და ლადინური. იტალიურიც იციან, თუმცა ყველამ არა (ან იციან, მაგრამ რასაც ჰქვია არ გესაუბრებიან იტალიურად).

სამხრეთ ტიროლს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ავსტრია, სადაც მდებარეობს ჩრდილოეთ ტიროლი და მეორე მსოფლიო ომამდე ორივე ტიროლი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. თუმცა შემდეგ ჰიტლერმა სამხრეთ ტიროლი საჩუქრად გადასცა მუსოლინს და სწორედ ამის გამო დღესდღეობით იგი იტალიის ტერიტორიაა.

სამწუხაროდ, რაც იქ ყოფნისას ვიგრძენი იყო ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას იტალიურად თუ დაელაპარაკე დიდად ეს მათ არ სიამოვნებთ.

ვერსად იტალიურ დროშას ვერ ნახავთ. ყველგან ავსტრიის დროშა ფრიალებს. ეკლესიების გუმბათებზე კი ავსტრიის და ვატიკანის.

სამხრეთ ტიროლის კიდევ მოვუბრუნდები სხვა ფოტო ალბომის ისტორიებით. ამ ეტაპზე კი მოგიყვებით კონკრეტულად სეჩედას მთაზე.

„Monte Seceda“ - მდებარეობს ვალ გარდენას ხეობაში, ოდლეს მთების ჯგუფში, ქალაქ ორტისეიში. ქალაქიდან მთის წვერამდე ასვლა შესაძლებელია საბაგრიო გზით (ერთი გზა - 25€ და უკან შეგიძლიათ დაბრუნდეთ ფეხით, სპეციალური ბილიკით, ხოლო ორივე გზა 35€). საბაგირო გაყოფილია ორ ნაწილად. (გადაჯდომა გიწევს ანუ ). პირველი ნაწილი პატარა კაბინებისგან შედგება, მეორე ნაწილი კი მეტად ექსტრემალურია. ერთ კაბინას, დაახლოებით 20-25 ადამიანი, აჰყავს ციცაბო კლდეზე. ირგვლივ იშლება საოცარი ხედები. მწვანედ მოქარგულ ხალიჩას ამშვენებს ყვავილებით გაპრანჭული ტიპური სახლები და შეიძლება ტყეში მშვიდად მოკუნტრუშე ირმებიც კი შენიშნოთ (ზღაპრის გმირი ბემბიც კი).

თითქმის მთის წვერზე ასულებს, ვიწრო ბილიკები წაგიყვანთ სხვადასხვა მიმართულებით (არჩევანი თქვენზეა). ზღვის დონიდან 2,519 მეტრზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „Caffè espresso“ (3€).

დააკვირდით ასევე ტრაფარეტებს, რომლებზეც მინიშნებულია თუ რომელ მხარეს უნდა წახვიდეთ, რომ “სასწაული” ფოტო გადაიღოთ (მსგავსი შინაარსის ტრაფარეტებს უკვე ძალიან ბევრ ტურისტულ ადგილას შეხვდებით, ფოტოაპარატის ნიშნით).

წერა დიდად არ მეხერხება (მოგზაურობა უფრო კარგად გამომდის მგონი), მაგრამ შევეცადე ცოტა წარმოდგენა შემექმნა თქვენთვის.

დანარჩენ შთაბეჭდილებებს ფოტოებით გაგიზიარებთ“. - წერს მაია სიმონიშვილი და მის გადაღებულ ფოტოებს აუდიტორიას უზიარებს. 

მაია სიმონიშვილის ფოტოები

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო

1701680261

საქართველო

მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს ძალისხმევისთვის, კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობასა და თანამშრომლობას - შალვა პაპუაშილი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა კახეთში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიპლომატებთან არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა შედგა. "მინდა, კიდევ ერთხ...

საქართველო