საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს

განცხადება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ საქართველოს  საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, 2021 წლის 13 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

კონკურსის შედეგად, საელჩოსა და საკონსულო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება  6 საუკეთესო აპლიკანტს, 3 შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას საკონსულო სამსახურში, ხოლო 3 – საელჩოში.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს,  რომელიც ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

საბუთები მიიღება მ/წლის 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით,  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე (rome.emb@mfa.gov.ge).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განცხადების გადახედვა

2. გასაუბრება ან/და წერითი გამოცდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას
  • ფლობდეს იტალიურ ენას
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს იტალიის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

3. კონკურსის თემატიკა:

👉  იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;

👉 ადგილსამოფელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და დაიჯესტი;

👉 საკონსულო ურთიერთობები;

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით,  შემდეგ  მისამართზე: rome.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

⭕ განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2)
⭕ ავტობიოგრაფია
⭕ დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
⭕ პასპორტის ასლი
⭕ ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს
⭕ ერთი ფოტოსურათი (3X4)
⭕ ნასამართლობის შესახებ ცნობა

კონკურსანტებთან გასაუბრება/წერითი გამოცდა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Via del Plebiscito, 102

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი და მოდალობები დამატებით
ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში,  სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი  სერტიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვეში.
სტაჟირება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარების და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 0654450280 ან rome.emb@mfa.gov.ge

exclusivetv.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები