"მე ვარ ქალი დრო­შით, ნანა მა­ლაშ­ხია, 47 წლის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე" - ქალი რომლის ფოტომაც მსოფლიო პრესა მოიცვა

ე.წ აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ლა­მენ­ტთან 7-8 მარტს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ იქცა ქალი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას სპეც­რაზ­მი­სა და წყლის ჭავ­ლის წინ აფ­რი­ა­ლებ­და. ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის უშიშ­რად მებ­რძო­ლი ქა­ლის ვი­დე­ომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. მის ფო­ტოს აზი­ა­რებ­დნენ, რო­გორც ქარ­თვე­ლი ისე უცხო­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

რო­გორც გა­ირ­კვა კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ქალი ნანა მა­ლაშ­ხი­აა. ის ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლაშ­ხია მე­დი­ას­თან გა­მო­ჩე­ნის­გან თავს იკა­ვებ­და.

პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მან "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" მის­ცა და 7 მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა:

- მე ვარ ქალი დრო­შით, ნანა მა­ლაშ­ხია, 47 წლის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მე­უღ­ლეს გავ­ყე­ვი ექიმ­თან და მო­საც­დელ­ში ჩავ­რთეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და ვნა­ხე აქ­ცია. და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო და ორი­ვემ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ აქე­დან მივ­დი­ვართ აქ­ცი­ა­ზე და ასე აღ­მოვ­ჩნდით იქ. ზუს­ტად პარ­ლა­მენ­ტის შუა ნა­წილ­ში, ქუ­ჩა­ში იჯდა ხან­ში­შე­სუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ყიდ­და დრო­შას, მზე­სუმ­ზი­რას, ტკბი­ლე­ულს. ერ­თა­დერ­თი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ შეგ­ვე­ძი­ნა.

აქ­ცია იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი არ მი­ნა­ხავს. მეს­მო­და ქა­ლის ხმა, სა­ზა­რე­ლი სი­ტყვე­ბი, გთხოვთ და­ი­შა­ლოთ, თო­რემ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი. ვი­ყა­ვი აღ­შფო­თე­ბუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­ზღუდ­ვად მი­ვიჩ­ნევ­დი ამას. ვნა­ხე რომ ჩი­ტა­ძის­კენ და­იძ­რა ხალ­ხი და იყო ჩოჩ­ქო­ლი. რო­ბო­კო­პე­ბი იდ­გნენ და წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც წყალს ას­ხამ­და.

ვერ გე­ტყვით, რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი იქ, ვხე­დავ­დი წყლის ჭავლს და და­ვი­ძა­რი იქით. ეს იყო სიბ­რა­ზე. მო­დით ვი­ტყვი პირ­და­პირ, ეს იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის თავ­ზე გა­და­ხე­ვა. სა­ბო­ტა­ჟი, იმ დროს, რო­დე­საც შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა გა­ნი­ხი­ლონ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სა­კი­თხი. არა­ნა­ი­რი ში­შის გრძნო­ბა არ მქონ­და, არც ახლა. გა­ვი­გე, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ თვა­ლი და­კარ­გა. ერთი წა­მით გა­ვი­ფიქ­რე, რომ მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა მეც შემ­თხვე­ო­და და სა­ერ­თოდ არ გა­მაჩ­ნია ში­შის გრძნო­ბა.

მინ­და მო­ვი­კი­თხო, ის ბი­ჭე­ბი, რო­გორ არი­ან. მეც დავ­ზა­რალ­დი, მაქვს ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი, ჰე­მა­ტო­მე­ბი. ვიცი რას ნიშ­ნავს ჭავლში მოხ­ვედ­რა, მათ უფრო მეტი მოხ­ვდე­ბო­დათ. წი­თელ­ქუ­დი­ან ბიჭს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა. დიდი ბო­დი­ში მათ და წა­მის მე­ა­თასედ­ში მქონ­და პრო­ტეს­ტის შეგ­რძნე­ბა, რა­ტომ მა­კა­ვე­ბენ, რა­ტომ მიდ­გე­ბი­ან. მინ­დო­და უფრო წინ წას­ვლა.

წყლის ჭავლმა თა­ვის ქნა და იმ ბი­ჭე­ბის მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ვე­ცი, მაგ­რამ დრო­შა არ და­ცე­მუ­ლა. უცებ გა­მო­მარ­თვეს, წა­მო­მა­ყე­ნეს და ააფ­რი­ა­ლეს. მე არ ვიცი, დღეს ის დრო­შა ვის აქვს, გარ­და­მა­ვა­ლი დრო­შაა, ვფიქ­რობ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხელ­შია. იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა რომ სჭე­რო­და ხელ­შიო, მე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც ბევ­რჯერ მჭე­რია ხელ­ში. 2014 წელს ვი­ყა­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კი­ევ­ში, ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზუს­ტად მა­შინ იყო მა­ი­და­ნის აქ­ცი­ე­ბი, ისე­თი მომ­ნუს­ხვე­ლი ძალა ჰქონ­და. იდე­უ­რად, ში­ნა­გა­ნა­დაც იქ ვი­ყა­ვი. მე­უღ­ლემ კად­რი გა­და­ი­ღო რომ წინა რი­გებ­ში გა­ვი­ჭე­რი და ქარ­თულ დრო­შას ვაფ­რი­ა­ლებ.

იმ მიზ­ნით არ ვყო­ფილ­ვარ ჩა­სუ­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ იქ ვი­ყა­ვი. ჯენ­ზი­საც ეძა­ხი­ან ხომ ახალ­გაზ­რდებს, ჩემ­თვის ახა­ლი ტერ­მი­ნია. ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი იყო მათი იქ ყოფ­ნის აღ­მო­ჩე­ნა.

ხოლო წი­თელ­შარ­ვლი­ა­ნი გო­გოს ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ეს არის ახა­ლი თა­ო­ბა. ჩემ­გან გმი­რის შექ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და ვი­მა­ლე­ბო­დი ეს დღე­ე­ბი. ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცე ვაჩ­ვე­ნე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის. ევ­რო­პა არის ჩვენ­თვის ამ თავ­დაც­ვის ფარი. ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის. ვე­ლო­დი მათ და მო­ვიდ­ნენ სა­ბედ­ნი­ე­როდ. თვა­ლე­ბის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ში, ჩემი დრო­შის ქნე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ში, იგ­რძნო­ბა ჩემი ასა­კი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის.

წყარო: www.ambebi.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა