კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო

კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს - განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აქვე აღნიშნავს, რომ უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

სამინისტროს ინფორმაციით ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა სხვა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ.

"გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან კვლავ ფიქსირდება არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც იმაში აისახება, რომ ამ ეტაპზე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზარდეს ფასი. იცით, რომ თებერვლის თვეში მსგავსი შემთხვევები სხვა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც ხდებოდა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს მაშინ ჰქონდა რეაგირება. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტზე ზუსტად ერთი და იგივე თანხა აქვთ განსაზღვრული და ასევე ფასი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზრდას უკან არანაირი შინაარსობრივი მიზეზი არ უდგას.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია კონკურენციის სააგენტო იმისთვის, რომ ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც იცით ონკოლოგიურ მედიკამენტებს სახელმწიფო 25 000 ლარიანი ლიმიტით აფინანსებს და ფასების ხელოვნური ზრდა ხელს უშლის ხელმისაწვდომობას," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 VIDEO:"ძალიან ემოციურად ვარ. ასე ახლოს მომეცა უწმინდესის ნახვის საშუალება" - ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი პატრიარქმა დალოცა  

🔵"ძალიან დიდი კაცი წავიდა" - გიორგი უშიკიშვილი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე