სად შეიძლება ტურისტულად გამგზავრება დღეს?

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულად გასამგზავრებელი ქვეყნების დიდი არჩევანი დღესდღეობით არ არის, თუმცა, მათთვის, ვისაც მოენატრა მოგზაურობა და სურს ცოტა ხნით პანდემიას დააღწიოს თავი, ან ახლობლების თუ ოჯახის წევრების მონახულება უნდა, რამდენიმე  ასეთი ქვეყანა მოიძებნება.

დღეს შემოგთავაზებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ტურისტული მიზნით გამგზავრება. ამ ქვეყნების კარი ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა აუცილებელია, რომ მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და დოკუმენტაციას სრულად აკმაყოფილებდეთ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

წარმოიდგინეთ, რომ ცივი და დამღლელი ზამთრის შემდეგ, სულ რაღაც 3 საათსა და 30 წუთში, ცხელ და მზიან სანაპიროებზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ. საუკეთესო არჩევანი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში - დუბაიში გამგზავრება იქნება. ქალაქში ერთადერთი მოთხოვნაა პირბადის ტარებაა, სხვა მხრივ კი პანდემიის არსებობას ვერც იგრძნობთ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების საზღვარი ღიაა. თუ დუბაიში გადაწყვეტთ გამგზავრებას, ავიაკომპანია Flydubai კვირაში უკვე 4 სიხშირით ასრულებს პირდაპირ რეისებს, ამიტომ თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ არაჩვეულებრივი მოგზაურობა.

გაითვალისწინეთ, რომ დუბაიში გასამგზავრებლად დაგჭირდებათ შემდეგი საბუთები 👇

✅ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. (PCR ტესტი ასევე, ჩაგიტარდებათ დუბაის აეროპორტში ჩასვლისას, უფასოდ)

დუბაის ტურისტული ვიზა

✅ ორმხრივი ავიაბილეთი

✅ სასტუმროს ჯავშანი

ეგვიპტე

მზიანი და ცხელი სანაპიროებით შეგიძლიათ დატკბეთ, ასევე, ეგვიპტეში. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეგვიპტეში ტურისტულად გამგზავრება.

ეგვიპტის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე არ სრულდება, თუმცა ავიაკომპანია Turkish Airlines-ი გვთავაზობს ფრენებს სტამბოლში გადაჯდომით.

რა საბუთები დაგჭირდებათ ეგვიპტეში გასამგზარებლად? 👇

✅ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი

✅ ორმხრივი ავიაბილეთი

✅ სასტუმროს ჯავშანი

სამოგზაურო დაზღვევა

მალდივის კუნძულები

მალდივებს ხშირად უწოდებენ სამოთხეს დედამიწაზე. ასეთ შედარებას კი მისი ულამაზესი თეთრი სანაპიროები, ფირუზისფერი წყალი, საოცარი წყალქვეშა სამყარო და წყალში არსებული ბუნგალოები განაპირობებს.

თუ ასეთი დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა გსურთ, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მალიდივს კუნძულებიც ღიაა. ამიტომ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კუნძული და აირჩიეთ მოგზაურობის პერიოდი თავისუფლად, რადგან მალდივის კუნძულების მიმართულებით საქართველოდან ორი ავიაკომპანია ასრულებს ფრენას: Qatar Airways-ი(დოჰაში გადაჯდომით) და Flydubai(დუბაიში გადაჯდომით).

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ იმ საბუთების მომზადება, რომლებიც გასამგზავრებლად გჭირდებათ 👇

✅ ორმხრივი ავიაბილეთი

✅ სასტუმროს ჯავშანი

✅ სამოგზაურო დაზღვევა

✅ უკანასკნელი 96 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

✅ ტურისტულ ვიზას აიღებთ აეროპორტში ჩასვლისას

თურქეთი

მართალია, ცხელი და მზიანი სანაპიროები ამ ეტაპზე არ დაგხვდებათ თურქეთში, თუმცა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო დასვენების მოწყობა შეგიძლიათ. თუ ნამდვილი ტურისტული და აქტიური მოგზაურობა მოგენატრათ, სტამბოლი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.

სტამბოლის მიმართულებით ავიაკომპანიები Turkish Airlines-ი და Pegasus-ი ფრენებს ყოველდღიურად ასრულებენ, ამიტომ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას საკმაოდ მარტივად შეძლებთ.

საბუთები, რომლებიც თურქეთში გასამგზავრებლად გჭირდებათ 👇

✅ რა თქმა უნდა, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი

✅ ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა შეავსოთ „Form for Entry to Turkey” აპლიკაციის ფორმა

✅ სამოგზაურო დაზღვევა

✅ ორმხრივი ავიაბილეთი

✅ სასტუმროს ჯავშანი

უკრაინა

უკრაინაც იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრება არ აქვთ შეზღუდული.

ამასთან, უკრაინაში გასამგზავრებლად საჭიროა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნების მცირე ჩამონთავალს 👇

✅ თუ ორმხრივი ავიაბილეთი გაქვთ, გჭირდებათ სამედიცინო დაზღვევა უკრაინაში ყოფნის სრულ პერიოდზე

✅ თუ მხოლოდ ერთი გზის ავიაბილეთი გაქვთ, ამ შემთხვევაში, სავალდებულოა გქონდეთ 90-დღიანი დაზღვევა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714284719

სოციალური მედია

„ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ - გია მურღულია საზოგადოებას ბზობას ულოცავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლებ...

გია

1714250817

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონი, წყნეთის გზატკეცილი 1 შეს.N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:20-დან 22:00-მდე წყლამომარგება შ...

წყალი შეწყდება

1714248787

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთ...

ბზობა

1714246371

ჰოროსკოპი

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გეგმა, რომელზედაც დიდ იმედს ამყარებთ, შეიძლება არც ისე იდეალურად განხორციელდეს, როგორც გსურთ, თუმცა,...

ააა

1714241667

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, მსვლელ...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია