26 მარტს დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია
26 მარტს დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს:
"ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების – „ჩემი გაზაფხული 2023“-ის ფარგლებში გასამართი გარბენის გამო, 26 მარტს, 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე.
მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით.
ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი.
ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად", – აღნიშნულია განცხადებაში.
1711620000
ბიზნესილარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...
1711616400
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...
1711612800
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...
1711609200
მსოფლიოუცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი
უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...
1711605600
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...