"ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ" - გია მურღულია

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორი, "ლოგოსის" დამფუძნებელი  გია მურღულია ეხმაურება:

"ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე უმტკიცებენ ღმერთს, რომ არ უნდა დაბადებულიყვნენ", - წერს მურღულია, და იქვე კომენტარში განმარტავს:

"ჩვეულებრივ, ასეთ განმარტებებს არ ვაკეთებ, მაგრამ რაკიღა აქ ზოგიერთებმა ვერ გაიგეს ამ პოსტის კონტექსტი, ვიტყვი: მისი დაწერა განაპირობა იმ საშინელმა დანაშაულმა, რომლის შესახებაც ჩვენ ყველამ შევიტყვეთ - 12 წლის გოგონას ძალადობრივმა გარდაცვალებამ. რა თქმა უნდა, ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო და არის. უკაცრავად, თუ პოსტმა ზედმეტად ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. და ერთიც: არა მგონია, ვინმეს ღირსებას მატებდეს ის ღვარძლიანი და აგრესიული ფრაზები, რომლებითაც ზოგიერთებმა ავტორი შეამკეს - არ ვარგა, როდესაც საკუთარ ინტერპრეტაციათა ტყვეობაში მყოფი ვინმეს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებ. თუმცა დღეს ეს საქართველოში, სამწუხაროდ, აღარავის უკვირს. ჰუმანიზმსა და კეთილშობილებაზე მაინცდამაინც ის არ უნდა საუბრობდეს, ვინც საჯაროდ ძალადობს მისგანვე არასწორად აღქმულ და გაგებულ აზრზე. ასეთ პერსონებს, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ - ეს დროისა და ფიქრის ფუჭი ხარჯვა იქნება", - წერს მურღულია.

ბოლო ინფორმაციით, მოზარდი 16 მარტის საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. იგი ბოლოს დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679846400

საინტერესო ამბები

გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს

ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...

აედრგფჰჯკ

1679842800

სოციალური მედია

"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...

ააა

1679839200

საინტერესო ამბები

VIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი, სა­დაც 20 წლის ტყუ­პი და, რომ­ლებ­მაც ჯერ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­დნენ. ტყუ­პე­ბი 20 წლ...

ააა

1679835600

ემიგრაცია

"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან

ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...

ააა

1679829621

ახალი ამბები

სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...

ააა